in

FDA-ის დამტკიცებული წამალი ინსულინს 48 საათში აწარმოებს!

ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, FDA-ის დამტკიცებულმა წამალმა ინსულინის ინექციები თავიდან აგვარიდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დიაბეტის დიაგნოზით, რომლებსაც მუდმივად უწევთ სისხლში შაქრის დონის შემოწმება და ინსულინის მიღება, ეს საოცარი ამბავია. ახალმა კვლევამ აჩვენა, როგორ პანკრეასში ინსულინის მწარმოებელი უჯრედების რეგენერირება შეიძლება. ახლად განვითარებული უჯრედები კი, FDA-ის მიერ დამტკიცებული ორი წამლით სტიმულაციის შემდეგ, სულ მცირე 48 საათში ინსულინს აწარმოებს!

M2
M2

ისინი ბეტა უჯრედების ფუნქციას შეასრულებენ, რომლებიც ძირითადად აღარ გვხვდება პირველი ჯგუფის დიაბეტის მქონე ადამიანებში ან, არსებობის შემთხვევაში, არაეფექტურია. ბეიკერ ჰართის მკვლევართა ჯგუფმა კი FDA-ის მიერ დამტკიცებული ახალი წამლის ზემოქმედება შეისწავლა, რომელიც ადამიანის ქსოვილში EZH2-ს უმიზნებს (ჩვეულებრივ ეს ფერმენტი უჯრედის განვითარებას აკონტროლებს).

EZH2 უმნიშვნელოვანესია ბეტა უჯრედების რეგენერაციული პოტენციალისთვის. პანკრეასის ხელახლა დაპროგრამებული უჯრედები ინსულინს აწარმოებს და მის გამოყოფას უწყობს ხელს ფიზიოლოგიური გლუკოზის საპასუხოდ, — განმარტავენ მკვლევრები.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ახალი უჯრედები გრძნობს გლუკოზის დონეებს და მას ინსულინის წარმოებას უსადაგებს, ზუსტად ისე, როგორც ამას ბეტა უჯრედები აკეთებს. პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კი, რომელზეც კვლევა იყო ფოკუსირებული, თავდაპირველი ბეტა უჯრედები სხეულის იმუნური სისტემის მიერაა დაზიანებული, რაც შემდგომში იმას ნიშნავს, რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეები რეგულარული ინექციებით უნდა გაკონტროლდეს. 

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევრებმა ექსპერიმენტები განსხვავებული თაობების წარმომადგენლებზე ჩაატარეს, რომელთაც პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ 7 და 61 წლის ადამიანები — ტესტებმა მსგავსი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყველა თაობისთვის სასარგებლო იქნება. მეტიც, სტიმულაციას მხოლოდ 48 საათი დასჭირდა ინსულინის წარმოებისთვის.

ქართულმა კომპანია Wempler-მა 330 000 დოლარის დაფინანსება მიიღო!

რაკეტიდან, რომელიც გუშინ მთვარეზე გაუშვეს, საწვავი ჟონავს!