in

FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი დაამტკიცა!

სულ ახლახან გავიგეთ, რომ FDA-მ ალცჰაიმერისთვის კიდევ ერთი წამალი დაამტკიცა, რომელსაც დაავადების შენელება შეუძლია. მას Kisunla-ს სახელით გვაცნობენ და გვეუბნებიან, რომ ალცჰაიმერის ადრეულ სიმპტომებს კურნავს!

M2
M2

Kisunla-მ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა ადამიანებში, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ჩვენ ვიცით, რომ ამ წამლებმა პოტენციურად უდიდესი სარგებელი შეიძლება, მოიტანოს, როცა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოიყენებენ და ბევრს ვმუშაობთ სხვებთან ერთად, რათა დავაადების დადგენისა და დიაგნოზირების პროცესები გავაუმჯობესოთ, — აცხადებს ენ უაითი, Eli Lilly-ის ვიცე-პრეზიდენტი. 

საინტერესოა, რომ კისუნლა donanemab-azbt-ის წამლის სახელს წარმოადგენს და იმ მედიკამენტებს უერთდება, რომლებიც FDA-მ ალცჰაიმერის განკურნებისთვის შესაფერისად ჩათვალა. აქ კი სტატისტიკაც უნდა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ მხოლოდ ამერიკაში ალცჰაიმერი 6.5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. დაავადება ტვინის უჯრედების სიკვდილსა და ტვინის შეკუმშვას იწვევს…

ხოლო FDA-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას Alzheimer’s Association-ის არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდება და ამას დიდ პროგრესად აღწერს — წამლის დამტკიცება ადამიანებს უფრო მეტ შანსსა და შესაძლებლობას მისცემს, განკურნების მრავალი მეთოდი განვითარების ის სახეა, რომელსაც დიდი ხანია ველოდით ყველა, ვისაც შეხება ჰქონია ან სმენია ამ რთული და დამანგრეველი დაავადების შესახებ.

PLUS-ი წელსაც დიდ დაბადების დღეს იხდის!

5 მიზეზი რატომ უნდა იშოპინგო PLUS-ების დაბადების დღეზე ექსტრაზე?