in

„უშიშარი გოგონა“ შეშინებულია

2 ნოემბერს, მანუელ ოლივერმა „უშიშარ გოგონას“ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჩააცვა. „უშიშარი გოგონა“, იგივე “Fearless Girl“ ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც კრისტენ ვისბალმა, უოლ სტრიტის ცნობილი ხარის პირდაპირ, გენდერული თანსწორობის ნიშნად, დადგა. თუმცა, მანუელ ოლივერმა მას ახალი სახელი, „მშიშარა გოგონა“ დაარქვა.

ოლივერი არის ჟოაკინ ოლივერის, 17 მსხვერპლიდან ერთ-ერთის მამა, რომელსაც Marjory Stoneman Douglas High School-ში, 14 თებერვალს ესროლეს. შვილის დაკარგვამ ოლივერს შთააგონა, რომ შეექმნა Change the Ref – ორგანიზაცია, რომელიც ურბანული ხელოვნების დახმარებით, იარაღის შესახებ კანონის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდა.

„უშიშარი გოგონას“ ფოტო Change the Ref-ის გვერდზე გაზიარდა, სიტყვებით: „ის ვერ იქნება უშიშარი იმ პირობებში, როცა სკოლაში დაბრუნების ეშინია“. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაფორმებული იყო სიტყვებით: „დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი“ და ჰეშთეგი: #FearfulGirl, #მშიშარაგოგონა.

Change the Ref-ის მიზანია, წარმოაჩინოს პრობლემა, რომელიც ნიუ-იორკის შუალედურ არჩევნებზე გახდება პრიორიტეტული – კანონის იარაღის ტარების შესახებ.

„მშიშარა გოგონა“ დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში, პოლიციის მოსვლამდე, გამოიყურებოდა ისე, როგორც მანუელ ოლივერს ჰქონდა ჩაფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ 1 საათი ცოტაა, მან მოახერხა პრობლემის ხაზგასმა და მხარდამჭერების პოვნა. ოლივერმა იცოდა, მას უფლება არ ჰქონდა, ქანდაკებისთვის ჩაეცმია, თუმცა, ის ბედნიერი იყო, რომ პოლიციის მხრიდანაც კი, იგრძნო თანაგრძნობა, „რადგან მიხვდნენ, რას ემსახურებოდა ოლივერის საქციელი“.

მარიამ შარანგიას “გზა სამყაროს შესაცვლელად…”

სუნამო, რომელიც 1.5 მილიონი დოლარი ღირს