in

სად წავიდა “უშიშარი გოგონა” უოლ სტრიტიდან?

პატარა გოგონას პოპულარული ქანდაკება უოლ სტრიტზე გასულ წელს გამოჩნდა. უოლ სტრიტის ხართან ის ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათავსეს. ცოტა ხნის წინ, გოგონამ მისამართი შეიცვალა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან გადაინაცვლა. CNBC-ის ცნობით, ქანდაკების აღება საჩივრის საფუძველზე გადაწყდა, რომლის თანახმად, გოგონას უოლ სტრიტზე ყოფნამ ხარი “დაჩრდილა”.

BOG
BOG

1.2 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკების მიზანი ფინანსურ წრეებში ქალთა ნაკლებობაზე ყურადღების მიპყრობა იყო თავიდანვე. State Street Global Advisors-ის წარმომადგენლებმა, ამ ინიციატივით, ფინანსურ კორპორაციებში გენდერული მრავალფეროვნების არ არსებობა გააპროტესტეს. კამპანიაზე სააგენტომ McCann New York იმუშავა. უშიშარმა გოგონამ მალევე მოექცა მილიონობით ადამიანის ყურადღების ცენტრში. CNBC-ის ცნობით, უშიშარი გოგონას კამპანიის საპასუხოდ, 300-ზე მეტმა კომპანიამ დანიშნა დირექტორად ქალი. კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე „უშიშარი გოგონას” ქანდაკებამ 3 გრან პრი აიღო.

სამკაული, რომელიც თავს არასდროს გავიწყებს – PANDORA

ბოტასი, როგორც მოწყობილობა – Puma-ს განახლებული პროდუქტი