in

ფედერერი 5 წლის წინ დადებულ პირობას Barilla-ს რეკლამაში ასრულებს

ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო — US Open-ის პრესკონფერენციაზე ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი პატარა გულშემატკივარმა ზიზუმ გამოიწვია და სთხოვა, თამაში მანამ გაეგრძელებინა, სანამ თვითონვე არ გახდებოდა პროფესიონალი მოთამაშე და მასთან ერთად კორტებზე დგომას შეძლებდა. ფედერერმა კი მას პირობა მისცა…

უკვე ეს 5 წელიც გავიდა და ზიზუს ციურიხში განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდება. რომ არ „დაგასპოილეროთ“, ამ ვიდეოს სრულად უნდა უყუროთ, თანაც, აქ არაფერს სჭირდება ზედმეტი ახსნა:

დიახ, იდეა სისრულეში ფედერერს Barilla-სთან პარტნიორობით მოჰყავს. კამპანიაზე კი Boomerang-მა იმუშავა.

Panda Express-ის რობოტი ვოკი სამზარეულოსთვის

რისთვის იყენებენ ბრენდები სპეციალურ გამოშვებებს?