როჯერ ფედერერის ახალი დოკუმენტური ფილმის Federer: Twelve Final Days პოპულარიზაციისთვის, ლონდონის Tower Bridge-სა და ნიუ-იორკის Times Square-ზე დიდი სანახაობა შემოგვთავაზეს. მსოფლიოს საკულტო ღირსშესანიშნაობები ახლა ფედერერის ისტორიის მოსათხრობად შესანიშნავ ტილოებად იქცა… ვიდეოები ჩოგბურთის ლეგენდის მატჩს გვაჩვენებს, რომელიც მის ახალგაზრდა ვერსიას ეთამაშება. ბურთი ხიდის ერთი ბოლოდან მეორეში ინაცვლებს, ეს სიმბოლური გაცვლა კი დროის მსვლელობასა და ფედერერის კარიერის კულმინაციას წარმოადგენს.
ფედერერი ბილბორდზე თავის ახალგაზრდა ვერსიას ეთამაშება
