8
Aug
2019

FedEx Amazon-თან ურთიერთობას წყვეტს

8 Aug 2019

საერთაშორისო საკურიერო მომსახურება FedEx კომპანია Amazon-თან ურთიერთობას წყვეტს. მიზეზი, ახალი სერვისია, რომელსაც ონლაინ-ვაჭრობის „გიგანტი“თავად ქმნის და გუნდსაც თავისივე რიგებიდან აკომპლექტებს.

Photo Credit: Daily News

განცხადება თანამშრომლობის დასრულებაზე თავად FedEx-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დაახლოებით, 2 თვით ადრე კი, კომპანიამ „ამაზონს“ საჰაერო გადაზიდვების ხელშეკრულებაც გაუუქმა. თუმცა, ელ. ვაჭრობის მიმართულებაზე უარს არ ამბობს. Daily News -ის ინფორმაციით, საკურიერო კომპანია ამიერიდან Walmart-სა და Target-ს მოემსახურება.

„ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. [FedEx] ცდილობს, ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტოს Amazon-თან. ვფიქრობ, მომავალში ამ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს და მაქსიმალურად მომგებიან, საქმიან ურთიერთობებს დაამყარებს სხვა [ელ. კომერციულ] კომპანიებთან“, – ამბობს ანალიტიკოსი კრისტიან ვეზერბი.

როგორც ცოტა ხნის წინ, FedEx-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ამაზონის“ საკურიერო მომსახურება ნეგატიურ გავლენას მოახდენს მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

„Amazon“-მა, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვებისთვის საკუთარ კომპანიას შექმნაზე, განცხადება, 2019 წლის მაისში გააკეთა.

 

განხილვა