in

FedEx – კოლეჯის პროექტით დაწყებული იდეა დღეს მთელ მსოფლიოს ამარაგებს

FedEx Corporation მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი საკურიერო მიწოდების სერვისების კომპანიაა, ცნობილი თავისი სიჩქარით, საიმედოობითა და გლობალური მასშტაბით. ინოვაციური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, FedEx-მა რევოლუცია მოახდინა ლოგისტიკის ინდუსტრიაში. კოლეჯის საკურსო ნაშრომიდან – გლობალური საწარმომდე, FedEx ხედვის, შეუპოვრობისა და უწყვეტი ადაპტაციის ისტორიაა.

istoriebi
istoriebi

ადრეული წლები

FedEx დააარსა ფრედერიკ ვ. სმიტმა, აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა. კომპანიის პირველი წელი 1971 წლით თარიღდება, როდესაც სმიტმა კოლეჯში სწავლისას ეკონიმიკის საკურსო ნაშრომი მოამზადა და მერე იდეის რეალობად ქცევა განიზრახა.მისი კონცეფცია ორიენტირებული იყო კომპანიაზე, რომელსაც შეეძლო ამანათების მიწოდების სერვისის შექმნა დროში შეზღუდული ადამიანებისთვის ღამის საათებშიც კი. ეს იმ დროისთვის ახალ და სარისკო იდეად ჩანდა.

სმიტმა ოფიციალურად დააარსა კომპანია, როგორც Federal Express Corporation, 1971 წელს არკანზასის შტატის ქალაქ ლიტლ-როკში. თუმცა მარეგულირებელ და ლოგისტიკურ სირთულეებთან გამკლავებისთვის მან ოპერაციები 1973 წელს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში გადაიტანა, ძირითადად, მისი ცენტრალური მდებარეობისა და საჰაერო ოპერაციებისთვის ხელსაყრელი ამინდის პირობების გამო.

კომპანიამ 14 პატარა თვითმფრინავით დაიწყო და ოპერირების პირველ ღამეს 186 ამანათი მიიტანა. ადრეული ფინანსური სირთულეების, მათ შორის, გაკოტრების პირას ყოფნის მიუხედავად, სმიტმა კომპანია ლას-ვეგასში საწვავის გადახდისას მოგებული თანხით შეინარჩუნა. 

ძირითადი ეტაპები და წარმატება

FedEx-ის წარმატება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაციითა და გადაწყვეტილებით იყო განპირობებული:

პირველი, ესაა Hub-and-Spoke სისტემა. სმიტმა დანერგა ავიაკომპანიის სტილის ლოგისტიკური მოდელი, რომლითაც პაკეტები გადანაწილებამდე ცენტრალური ჰაბის (მემფისის) გავლით გადაიგზავნება. ამან უზრუნველყო უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი მიწოდება.

ღამით მიწოდება: FedEx იყო პირველი, ვინც მომხმარებელს შესთავაზა ღამით მიწოდების საიმედო სერვისი ფართო მასშტაბით, რამაც რევოლუცია მოახდინა ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საბანკო და იურიდიული მომსახურება და სამედიცინო მარაგი.

1984 წელს FedEx-მა გამოუშვა COSMOS, პაკეტების თვალ-ყურის დევნების ცენტრალიზებული კომპიუტერული სისტემა. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ის გახდა პირველი მიწოდების კომპანია, რომელმაც მომხმარებელს მისცა საშუალება, თავისი პაკეტისთვის ონლაინ ედევნებინა თვალი. ამან მთლიანად შეცვალა მომხმარებლების მოლოდინი ინდუსტრიაში.

1994 წელს კომპანიამ სახელი შეამოკლა და FedEx დაერქვა. მისი ლოგო კი სიზუსტისა და სიჩქარის სიმბოლოდ იქცა.

ამავდროულად, მან შეისყიდა TNT Express ევროპაში და Flying Tiger Line აზიაში, რითაც შექმნა უზარმაზარი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ამჟამად 220-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას ემსახურება.

პარტნიორობა ამაზონთან

2000 წელს FedEx-მა Amazon.com-თან პარტნიორობა დაიწყო „ჰარი პოტერისა და ცეცხლოვანი თასის” გადაზიდვებისთვის. ამ ნაბიჯმა FedEx ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში მთავარ მონაწილედ წარმოაჩინა.

ზოგადად, ციფრულობა ბრენდისთვის ყოველთვის წინა რიგებში იყო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი წარმატება. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში მან დაიწყო ელექტრონული სავაჭრო დოკუმენტების გამოშვება, რაც მომხმარებლებს საქმეს უმარტივებდა და საბაჟო ფორმის ონლაინშევსების საშუალებას აძლევდა.

დავა და გამოძიება

FedEx-ისთვის უცხო არც სკანდალებია. ის ახალი ამბების სათაურებში ბევრჯერ მოხვდა. 2015 წელს FedEx-მა დათანხმდა 228 მილიონი დოლარის გადახდას კოლექტიური სარჩელის მოსაგვარებლად, რომელიც დაკავშირებული იყო მძღოლების დასაქმებასთან არა როგორც თანამშრომლებლად, არამედ, როგორც დამოუკიდებელ კონტრაქტორებად.

გამოწვევები და ადაპტაცია

ბოლო წლებში FedEx-ს მზარდ კონკურენციას უწევდა Amazon, UPS და, სხვათა შორის, ახალი ტექნოლოგიური სტარტაპებიც. საპასუხოდ, კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო ავტომატიზაციაში, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილებში, რათა შეემცირებინა ემისიები და გაეუმჯობესებინა ეფექტურობა.

მდგრადობა ფოკუსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. FedEx-მა აიღო ვალდებულება, რომ 2040 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურ ოპერაციებს მიაღწევს ელექტრომობილებში, ალტერნატიულ საწვავსა და მოდერნიზებული თვითმფრინავების ინვესტიციებით.

მემკვიდრეობა და გავლენა

ის საქმე, რაც სმიტმა კოლეჯის ნაშრომით დაიწყო, დღეს გლობალური ეკონომიკის ქვაკუთხედია. თავად დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2022 წლამდე იკავებდა, მისმა ხედვამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ FedEx, არამედ მსოფლიო ლოგისტიკაშიც თავისი წვლილი შეიტანა. 

ამჟამად ბრენდი სულისკვეთების, ინოვაციებისა და მდგრადობის სიმბოლოა – ყოველდღიურად მილიონობით ამანათს აწვდის და აკავშირებს ადამიანებს, კომპანიებსა და ეკონომიკას მთელ მსოფლიოში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მმმ… — Domino-მ რებრენდინგი გამოაცხო

2 ჩანაფიქრი ერთ მოქმედებაში – მიწის ნაკვეთი საჩუქრად!