16
Nov
2017

როგორ გამოვიყენოთ უკუკავშირი ჩვენს სასარგებლოდ?

16 Nov 2017

უკუკავშირი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ბევრს ესმის, თუმცა, ძნელია მისი მიღება, როდესაც შეფასება კრიტიკულია, განსაკუთრებით, თუ საქმე შემოქმედებას ეხება. შვიდი კომპანიის 11 471 სამუშაო დღის დაკვირვების შედეგად, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგადად, უკუკავშირს ადამიანები ან საერთოდ არ იღებენ, თავს არიდებენ ან მიღების შემთხვევაში, ეს მათზე ნეგატიურ ემოციურ გავლენას ახდენს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ შეიძლება მივიღოთ პოზიტიური შეფასება ჩვენს შემოქმედებით ნამუშევართან დაკავშირებით? “პოზიტიურ უკუკავშირში” ჩვენ ვგულისხმობთ შეფასებას, რომელიც კრეატორს ნამდვილად ესაჭიროება და მის პროდუქტიულობას გააუმჯობესებს.

ამის გაცნობიერება დაგვეხმარება გავიაზროთ, როგორ მუშაობს კრეატივი. ესაა ახალი და სასარგებლო იდეის გენერირება, რომელიც ითხოვს სიფრთხილეს იქიდან გამომდინარე, რომ სიახლე ახალია თავად გამომგონებლისთვისაც და მათთვისაც, ვინც პირველად გაეცნობა მას. შედეგად, შესაძლოა ორიგინალური იდეის საჭიროება ვერც დაინახონ. მას სჭირდება მყარი საძირკველი, რომელიც კრიტიკოსების მსჯელობას გაუძლებს.

ამავდროულად, კრეატივი საჭიროებს შეფასებას. ყოველი ბიჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან – დიზაინი, მეთოდოლოგიის შემუშავება, მოქნილი განვითარება და სხვა, ითხოვს უკუკავშირს. შესაბამისად, ორგანიზაციამ ეს კულტურა უნდა დანერგოს, რათა შეძლოს ადაპტაცია სფეროს ცვლილებებთან და მასთან დაკავშირებულ სირთულეებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გვესმოდეს, როგორც გავცეთ და მივიღოთ უკუკავშირი კრეატიული მუშაობისას.

საფოლკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამოქვეყნდა კვლევის შედეგი. ეს იყო ფორუმი, სადაც დიზაინერები თავიანთ კოლეგებს შეფასებებს სთხოვდნენ ნამუშევრის გასაუმჯობესებლად. 2000 ასეთი თხოვნის ანალიზის შედეგად, დაასკვნეს, რომ იმ დიზაინერებმა, რომლებსაც აინტერესებდათ უფრო მეტი უკუკავშირის მიღება, შეძლეს უკეთესი შეფასებების მოგროვება. მეორე მხრივ, კი შეფასებები უბრალოდ სუბიექტური აზრია და არა ობიექტური განაცხადი და მათ უფრო მეტი როლი ჰქონდათ კრეატივის დახვეწაში.

ის, თუ როგორ ვეძებთ შეფასებებს, დიდ გავლენას ახდენს უკუკავშირის რაოდენობასა და ხარისხზე, რასაც საპასუხოდ ვიღებთ. ზოგჯერ დიზაინერები ითხოვენ ისეთი დეტალების შეფასებას, როგორიცაა მაისურის ფერი, ფონტის ფორმა და სხვა. ასეთ კითხვებს აქვთ ობიექტური საფუძველი, ამგვარი მიდგომით, არ მივცემთ საშუალებას, გააკრიტიკონ ჩვენი ნამუშევარი ზომაზე მეტად. არის უარყოფითი მხარეც, კერძოდ, ასეთი კონკრეტული კითხვების ფონზე ვერ შეძლებთ რაიმე ინოვაციურის შექმნას, მაისურის ფერის ან ნახატის შეცვლაზე სხვების შენიშვნა განსაკუთრებულს ვერაფერს მოგცემთ.

კვლევამ აჩვენა, რომ ინტერესიანი ადამიანები სვამდნენ ღია კითხვებს “რა აზრის ხართ ამაზე?” ან “სად ჯობია წავიდე ამით?”. ასეთი დიზაინერები სპეციფიკურად მეტ გამოხმაურებას ღებულობდნენ და მათი შეფასებებიც უფრო მაღალი იყო. კვლევის ავტორებს ამან მისცა საშუალება, ეფიქრათ, რომ სხვების აზრის მიმართ ინტერესით დიზაინერი ანახებს ხალხს, რომ ის გახსნილია მათთან საკომუნიკაციოდ. ამის საპირისპიროდ კი, კონკრეტული კითხვების ავტორებს უკვე აქვთ ჩამოყალიბებული კონცეფცია, არჩეული კონკრეტული დეტალები და ვერიფიკაციის მოლოდინში არიან.

კრეატიულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, დაიყოლიო შენი სამიზნე აუდიტორია, მიიღოს ის სიახლე, რასაც სთავაზობ, ხოლო ღია კითხვებით მისცე საშუალება დაეთანხმოდ, მიიღოს შენ მიერ შეთავაზებული კრეატივი.

როცა შენს უკუკავშირს წარუდგენ კრეატორებს, მიანიშნე, რომ შენი მოსაზრება მხოლოდ მოსაზრებაა, თუმცა ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი. საამისოდ დაგჭირდება, გააცნობიერო, უკუკავშირისთვის მნიშვნელოვანი ლექსიკური ნაწილი: ვთვლი, ვხედავ, ვფიქრობ… ბევრი მენეჯერისთვის ეს საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკითხების გადაჭრას მიეჩვიენ და არა მათ გადახედვას. ასეთი მიდგომა მენეჯერებს დაეხმარება, გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორად მოეკიდო შემოქმედებით თანამშრომელს და არ მოახვიო საკუთარი “სწორი გზა” თავზე.

წყარო: HBR



განხილვა