29
Jan
2020

ქართულ სოციალურ პლატფორმა Feedc-ის ღონისძიებების განყოფილება დაემატა

29 Jan 2020

Alta
Alta


ქართულ სოციალურ პლატფორმა Feedc-ის ღონისძიებების განყოფილება დაემატა, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციაშივე შეგვიძლია ვნახოთ, რა ღონისძიებები იგეგმება ჩვენს ქალაქში, ან იმ ადგილმდებარეობასთან ახლოს, სადაც კონკრეტულ მომენტში ვიმყოფებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით, მომხმარებელს თვითონ შეეძლება შექმნას ღონისძიება (ივენთი), ატვირთოს ფოტო, დაურთოს ტექსტი, თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

Feedc-ის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გიყვებოდით. მას მოვიხსენიებდით სოციალურ ქსელად ახალი ლოგიკით, რადგან ჩვენთვის აქამდე ცნობილი პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ არავის დამეგობრება, ან გამოწერა არ გჭირდებოდათ. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, Feedc-ის ლოგიკით, მათი გავრცელება ბევრგამომწერებიანი მომხმრებლების პრეროგატივა აღარ არის. Feedc-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაწვდინოს ხმა მის ქალაქში/დასახლებაში მცხოვრებ მომხმარებელს და არამხოლოდ – მთელი მსოფლიოს Feed-საც.

რამდენიმე თვის წინ, პლატფორმას მესენჯერი და ვიდოეს ატვირთვის ფუნქცია დაემატა. Feedc განაგრძობს განვითარებას და დღეს უკვე მისი დახმარებით სასურველი ღონისძიების პოვნა და შექმნაც შესაძლებელია.

[R]

განხილვა