in

პლატფორმა Feedc წერითი ნაშრომების საგრანტო პროექტს აცხადებს

Feedc (ფიდსი) არის ლოკაციაზე დაფუძნებული მედიაპლატფორმა, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ერთ სივრცეში აერთიანებს. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასურველი ინფორმაციის მიღება, ხოლო Feedc-ის მთავარი მოტივაცია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობაა.

ამჯერად, Feedc-მ მიზნად დაისახა, რომ საჭირო რესურსითა და საშუალებებით უზრუნველყოს ის ადამიანები, რომელთაც სურთ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, პლატფორმა აცხადებს საგრანტო პროექტს, რომელიც ყველას მისცემს თანაბარ შესაძლებლობას აქციოს ჩანაფიქრი რეალობად. Feedc-ის საგრანტო პროექტის დანიშნულებაა გარკვეული წვლილი შეიტანოს იმ ადამიანთა განვითარებაში, ვისაც ესაჭიროება როგორც თვითრეალიზაციის პლატფორმა, ასევე ფულადი რესურსი.

პროექტის მონაწილეობის მსურველებს, საშუალება აქვთ დაწერონ და გამოაქვეყნონ სტატიები მოცემულ კატეგორიებში:

  1. ბიზნესი;
  2. პოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთოები;
  3. ხელოვნება (კინემატოგრაფია/მუსიკა/თეატრი/ოპერა/ა.შ);
  4. ლიტერატურა;
  5. მეცნიერება;
  6. ტექნოლოგიები;
  7. სპორტი/ფიტნესი;
  8. მოგზაურობა;
  9. ეკოლოგია;
  10. კულინარია;
  11. მოდა/სილამაზის ინდუსტრია.

ნაშრომი უნდა იყოს არანაკლებ 200 და არაუმეტეს 1000 სიტყვისა. სტატიის ბოლოს, უნდა იყოს თანდართული ჰეშთეგი #FeedcGrant და Feedc-ის ოფიციალური გვერდი (@Feedc) მონიშნული. სტატია აუცილებლად უნდა იყოს ატვირთული Feedc-ის პლატფორმაზე.

პროგრამა დაყოფილია 2 ეტაპად; პირველი ეტაპი იწყება 10 ივლისს და გრძელდება 16 ივლისის ჩათვლით. ხოლო მეორე ეტაპი, რომელშიც პირველი ეტაპიდან გადასული 50 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, რა დროის განმავლობაშიც მონაწილეებმა მეორე სტატია უნდა გამოაქვეყნონ. 25 ივლისს გამოვლინდება პროექტის სამი გამარჯვებული რომელთაც გადაეცემათ 1000, 2000 და 3000 ლარიანი გრანტები.

Feedc საზოგადოებას უტოვებს გამარჯვებულის გამოვლენის საშუალებას. სწორედ ამიტომ, სამი გამარჯვებული შეირჩევა მათ პოსტებზე ჯამური: უნიკალური მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების მიხედვით.

რა განასხვავებს საუკეთესო გაყიდვების მენეჯერებს სხვებისგან?

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაყენებული, ჩამოსხმული და ბრენდირებული ღვინო – „ენკენი“