in

საშინელებათა ჟანრის კამპანიები გრძელდება — Feeding Time

ალბათ Jack in the Box, 1951 წელს კალიფორნიაში დაფუძნებულის სწრაფი კვების ობიექტი, საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა სტატიაში სწორედ მის უახლეს კამპანიაზე უნდა ვისაუბროთ. სულ რამდენიმე დღის წინ ბრენდმა თავისი პირველი საშინელაბათა ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გამოუშვა, სახელწოდებით Feeding Time.

სიუჟეტი დაუმორჩილებელი თინეიჯერების ტრიოთი იწყება, რომლებიც ბავშვებისგან ტკბილეულს იპარავენ. თავიანთი მონაპოვარის წაღებისას კი საეჭვო სატვირთო მანქანას შეამჩნევენ, წარწერით: „Free Angry Monster Tacos“. როდესაც ერთ-ერთი მოზარდი გამბედაობას მოიკრებს და მანქანას მიუახლოვდებას, კთულჰუს მსგავსი ურჩხულიც ჩნდება… მთლიანობაში, კრეატიულ სააგენტო TBWA\Chiat\Day LA-სთან პარტნიორობით შემუშავებული კამპანია ერთგვარი შემზარავი განწყობითაა განმსჭვალული.

„პირველ რიგში, ეს იმითაა განსხვავებული, რომ აშკარად შემაშფოთებელია განსაკუთრებით ისეთი ბრენდისთვის, რომელიც მუდამ იუმორს ირჩევდა თავის მარკეტინგულ კამპანიებში“, — აღნიშნავენ სააგენტოში.

ჯანსაღი გარემო, ISO სერტიფიკატები და პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები „ტექტო ჯგუფისგან”

როგორ გადაინაცვლეს ფუფუნების ბრენდებმა ნივთებიდან გრძნობებისკენ?