in

სტარტაპის ზრდა, ანუ რატომ უნდა გადავდგათ არამასშტაბური ნაბიჯები – Feedc-ს #შეცდომები

„ჩვენ გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპის ადრეულ ეტაპზე არამასშტაბური ნაბიჯების გადადგმა“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მედიაპლატფორმა Feedc-ს კომუნიკაციების მენეჯერი, ლისა მაისურაძე გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

Feedc ლოკაციაზე დაფუძნებული მედია პლატფორმაა, რომელიც 2019 წელს გავიდა ბაზარზე. 2020 წლის განმავლობაში, პლატფორმის თვიური მოხმარებლების რაოდენობა 10,000-დან 800,000-მდე გაიზარდა და საქართველოს ფარგლებს გასცდა.

ზრდის ასეთი მაჩვენებელი, დიდწილად, იმ მასშტაბირების მეთოდების დამსახურებაა, რომლებიც შემუშავებული იყო კომპანიის დაწყების პირველი დღიდან. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ სტარტაპის ბაზარზე დამკვიდრებასა და განვითარებაში არანაკლებ დიდი წვლილი მიუძღვის ისეთ ქმედებებს, რომლებიც ფართო მასშტაბებზე არ არის გათვლილი. 

იქიდან გამომდინარე, რომ სტარტაპის მთავარი მახასიათებელი არის სწრაფი ზრდა, სტარტაპ კულტურაში ნორმად არის მიჩნეული, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს მასშტაბირებას. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ავტომატიზაცია, მომხმარებლის შეძენა, თუ სარეკლამო თვითმომსახურება. ჩვენც, ბუნებრივია, ამ სტრატეგიას მივყვებოდით და არ ვდგამდით არცერთ ნაბიჯს, რომელიც არ იყო დიდ მასშტაბზე გათვლილი. 

თუმცა, ადრეულ ეტაპზე, ყოველ სტარტაპს უწევს არატრადიციული მეთოდების გამოყენება, რომლებშიც მოისაზრება არამასშტაბირებადი ქმედებები. ამისი ყველაზე ნათელი მაგალითია კომპანია Airbnb. 

როდესაც Aribnb თავდაპირველად გამოჩნდა ბაზარზე, მისი დამფუძნებლები ფოტოაპარატით ხელში ბინიდან ბინაში დადიოდნენ და თვითონ იღებდნენ ოთახების სურათებს, რათა დახმარებოდნენ გამქირავებლებს მდგმურების მოძიებაში. ასეთი მეთოდიკა, არანაირი გაგებით, არ არის მასშტაბური. თუმცა, სწორედ ეს გახდა Airbnb-ს ადრეულ ეტაპზე ზრდისა და მომდევნო წარმატების გასაღები. 

დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გავიაზრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპის ადრეულ ეტაპზე იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც არ არის მასშტაბური. სწორედ ეს ნაბიჯები განსაზღვრავენ ბიზნესის წინსვლას, ბაზარზე დამკვიდრებასა და ზრდას. 

ამ ყველაფრისდა მიხედვით, ჩვენი ყოველი მომდევნო წამოწყება თუ გადაწყვეტილება მიმართული იქნება გრძელვადიანი ზრდისკენ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს არამასშტაბური ხასიათის ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ არ დაველოდებით დაფინანსებას, ავტომატიზაციას, თუ უმაღლესი ხარისხის MVP-ს (Minimum Viable Product) იმისთვის, რომ მოვიძიოთ ერთგული მომხმარებელი და გავიზარდოთ. სტარტაპის წამოწყების ნებისმიერ მსურველს კი, ვურჩევთ გააკეთოს იგივე. 

„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul“, PRI Awards-ის გამარჯვებულთა შორისაა

გამომგონებელ სალვატორე პაისს “რეალობის ქსოვილის” შეცვლა სურს!