in

როგორ „გამოვიჭიროთ“ სანტა?

ბავშვობაში რამდენჯერ გქონიათ იმის სურვილი, სახლში საჩუქრის დასადებად შემოპარული თოვლის ბაბუა „გამოგეჭირათ“? ეს ცნობისმოყვარეობის ბუნებრივი შედეგია — ხომ უნდა ვიცოდეთ, რეალურად ვის ველოდებით მთელი წლის განმავლობაში ან ვის გამო ვიქცევით კარგად, „კარგი ბავშვების სიაში“ რომ მოვხვდეთ…

BOG

მსგავს ნარატივს ეფუძნება Vodafone-ის უახლესი რეკლამაც. სულ რამდენიმეწამიანი სიუჟეტი ასახავს, როგორ ეხმარება სატელეკომუნიკაციო კომპანია ბავშვებს საშობაო ჯადოსნობის აღმოჩენაში — უფრო კონკრეტულად კი, რეალურად დაკავშირებაში. Feel the Connection სლოგანით ბრენდი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელშესახები, რეალური კავშირები სამყაროს სრულყოფილად აღსაქმელად.

„ამ კამპანიის მიზანია, რეალურად წარმოაჩინოს ჩვენი ქსელისა და ადამიანების კავშირის ძალა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დღევანდელ კულტურულ კლიმატში განსაკუთრებით გვჭირდება ოპტიმისტური, მსუბუქი თუ იმედისმომცემი განწყობა… ამიტომაც ვკონცენტრირდით ოჯახურ იდილიასა და ცნობისმოყვარე გოგონას მახვილგონივრულობაზე“.

მეტი, ვიდრე ტექნიკა: აიტექნიკსის გუნდი შენი უკეთესი გამოცდილებისთვის

„როცა ფანი შეხვდა ქარს“ – მარიამ უშხვანის კომიქსური ილუსტრაცია