მოძრაობა და გადაადგილება კაცობრიობის თანდაყოლილი სურვილია — დაწყებული ჩვენი პირველი გულისცემით, დასრულებული მოგზაურობით. ავიახაზების კომპანია Cathay-მ სწორედ ეს ნარატივი გამოიყენა თავისი უახლესი სარეკლამო კამპანიისთვის, სადაც თითოეული მომენტი მოძრაობის შეუზღუდავ მოწოდებას მიემართება.
„Feels Good To Move“ მრავალფეროვანი შინაარსის ერთობლიობას წარმოადგენს. ყოველი კადრი კი სავსეა მხიარული დაკვირვებით იმის შესახებ, თუ რამდენად გვიყვარს ადამიანებს მოძრაობა — თითქოს, ვერასდროს ვისვენებთ, გამუდმებით „ვაცანცარებთ“ ხელს (მაშინაც კი, როცა შუქნიშანზე ვართ გაჩერებულები და წინ ვერ მივდივართ). ამავდროულად, მთელ რეკლამას ფონად გასდევს ის აზრი, თუ რა კარგი შეგრძნებაა, როცა ყოველთვის შეგვიძლია სადღაც წასვლა, უბრალო მოძრაობა, გადაადგილება…
„ჩვენ ყველანი გადაადგილების მოუსვენარი, დაუოკებელი სურვილით ვიბადებით — გვინდა, არასდროს მოვექცეთ უძრავ მდგომარეობაში. დედის მუცელში ვტრიალებთ, მოუსვენრად ველოდებით ამ ფაზის დასრულებას. იოგას გაკვეთილებზეც კი დიდ ფუფუნებას წარმოადგენს ოდნავი გამოძრავება, რადგან სრული სიმშვიდე ადამიანი ინსტინქტებს ეწინააღმდეგება. ფიქრი მომდევნო სვლაზე, მომავალ მოგზაურობაზე… სწორედ ამ აზრებს მივყავართ მუდმივ გადაადგილებამდე“, — აღნიშნავენ კომპანიაში.