in

რატომ არ გვირჩევენ ფეხის ფეხზე გადადებას? — კვლევა

ახლა კომფორტულად სხედხართ? არაფერი მოიმოქმედოთ, უბრალოდ დააკვირდით თქვენს პოზას, როგორ გიდევთ ფეხები? ერთმანეთზე გადადებული ხომ არ გაქვთ? მარჯვენა ადევს მარცხენა ფეხს, თუ პირიქით? აქ საინტერესო სტატისტიკა გვაქვს — ადამიანთა 62 პროცენტი მარჯვენა ფეხს ადებს მარცხენას, 26% პირიქით, 12%-ისთვის კი  მნიშვნელობა არ აქვს.

M2
M2

ხშირად მუხლებს კი არ ვადებთ ერთმანეთს, უბრალოდ ჩვენს წვივებს ვაჯვარედინებთ, თუმცა კვლევის თანახმად, პირველი მაინც ამაზე უარესია… ოდესმე გიფიქრიათ ფეხი ფეხზე გადადებულ ჯდომას რაიმე გავლენა ექნებოდა თუ არა თქვენივე ჯანმრთელობაზე? შესაძლოა, არა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე — უპირველესად, ამან თეძოების არასწორ განლაგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, კერძოდ, ერთი მეორეზე მაღალი იქნება… ასე, კიდურების სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარეც კი იცვლება, რაც, ბუნებრივია, სისხლის შედედების რისკის წინაშე გვაყენებს. 

თუ ფეხს ფეხზე გადაიდებთ, ამან ვენებში სისხლის დაგროვების გამო სისხლის წნევის მატება შეიძლება გამოიწვიოს, გულს კი ამის საპირისპიროდ უწევს მუშაობა. აქ უკვე საქმე სისხლძარღვების დაზიანებასთან გვაქვს. დიახ, წნევის გაზომვისას სწორედ ამიტომ უნდა გვედოს ტერფები იატაკზე. 

ფეხი ფეხზე გადადებამ, შესაძლოა, ხერხემლისა და მხრების არასწორი განლაგებაც კი გამოიწვიოს. კისრის მალებში ცვლილებების გამო თქვენი თავის პოზიციაც შეცვალოს. მსგავსი დისბალანსი ხდება მენჯისა და ზურგის ქვედა კუნთებშიც. ასე, სქოლიოზისა და სხვა დეფორმირებების ალბათობაც იზრდება. ამან ე. წ. ტროქანტერული ტკივილის სინდრომიც კი შეიძლება გამოიწვიოს ან ქვედა კიდურებში პერონეარული ნერვი დააზიანოს — ფეხის თითების აწევა გაგირთულდებათ, თუმცა როგორც წესი, ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის, ზოგიერთი ადამიანისთვის ფეხი ფეხზე გადადებული ჯდომა სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც ერთი ფეხი მეორეზე გრძელი აქვთ, ასე ჯდომა მენჯის ორივე მხარის სიმაღლეების დაბალანსებაში ეხმარება. მეტიც, ამ პოზაში თქვენი ზოგიერთი კუნთი ისვენებს კიდეც. სწორედ ამიტომ მიმართავენ მას იოგისა თუ მედიტაციის დროს…

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ალბათ, მაინც სჯობს, ფეხი ფეხზე გადადებას თავი ავარიდოთ, მაგრამ თუ ეს თქვენთვის ჯერ წარმოუდგენელი ამბავია, ეცადეთ, ერთ პოზიციაში დიდხანს მაინც არ გაჩერდეთ… 

ქართულ ტექნოლოგიურ სივრცეში Super App გამოჩნდა!

ნახეთ: ფოტოები, რომლებიც გლობალური დათბობის პრობლემებს ასახავს