in

ლონდონში Fendi-ის კაფე გაიხსნა

Fendi ლონდონში „იტალიის სურნელის“ გადატანას აპირებს – ბრენდმა, ბრიტანეთის დედაქალაქში Pop-up, ანუ დროებითი კაფე გახსნა და როგორც Independent წერს, ვიზიტორებს 31 აგვისტომდე მიიღებს. ასეთ ობიექტებს მსოფლიო ბრენდები მომხმარებლებს ხშირად სთავაზობენ, რაც, ძირითადად, მათთან საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია.

“Fendi Caffe” ინგლისური საკულტო მაღაზიათა ქსელის Harrods-ის მე-5 სართულზეა განთავსებული. მენიუში წარმოდგენილია ბრენდის იდენტობაზე მორგებული იტალიური დელიკატესები, მაგალითად, Fendi-ის ჩანთის ფორმის ორცხობილები, კომპანიის ლოგოტიპით გაფორმებული ყავა, ნამცხვრები, ინვენტარიც კი.  კაფეს კონცეფცია, ბრენდმა, ვიზუალურ არტისტ ჯოშუა ვაიდსთან ერთად შექმნა.

კაფეში ფუნქციონირებს ბარი Peekaboo, რომელიც სტუმრებს 31 ივლისის ჩათვლით მოემსახურება. აქაც, დეკორაციით დაწყებული საკვებით დამთავრებული, ყველა დეტალი ბრენდის ლოგოტიპითაა გაფორმებული.

მოდის სახლებისთვის კაფე, შოკოლატერია და საცხობიც კი უცხო არ არის. ეს უკანასკნელი, Prada-მ ჯერ კიდევ 1824 წელს გახსნა ლონდონში.

Facebook-ზე, WhatsApp-სა და Messenger-ში შეფერხებები სწორდება

Starbucks და Amazon, ფეხბურთზე, დოკუმენტურ სერიალს იღებენ