30
Jan
2014

“დღეს ყველას გვაქვს პოზიტივისა და კარგი განწყობის მოთხოვნილება”

30 Jan 2014

Startauperi
Startauperi


“დღეს ყველას გვაქვს პოზიტივისა და კარგი განწყობის მოთხოვნილება. ფერადი ბლინების სახით მინდა, რომ საზოგადოება უფრო გავახალისო და პოზიტიურ განწყობაზე დავაყენო” – ამბობს ანა ქაბზინაძე.

ფერადი ბლინები10 წლის განმავლობაში ფერადი ბლინების რეცეფტი სწორედ მის მფლობელობაშია. ამბობს, რომ ფერადი ბლინი, ჩვეულებრივი ბლინებისგან მხოლოდ შეფერილობით განსხვავდება.

აქვს სტანდარტული ინგრედიენტები და გემო, ემატება მხოლოდ ნატურალური შეფერილობა. მისი თქმით, პროდუქტი ლაბორატორიულად ტესტირებულია და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე დამატებით ინგრედიენტს.

ფერადი ბლინები 14 თებერვლიდან მხოლოდ ”ფრაგოლას” ქსელში გაიყიდება. ანა ქაბზინაძის თქმით, დაპატენტებულია როგორც სამარხვო, ისე ცხოველური ცხიმისა და რძის პროდუქტების შემცველობის ტკბილეული.

”თავდაპირველად ასორტიმენტში იქნება ფრანგული ბლინები, ხოლო შემდეგ დაემატება მონათესავე პროდუქტები (ალადები, ვაფლები, ამერიკული ბლინები). უფრო მეტი პოზიტივის და სიხალისისთვის იქნება ამერიკული ბლინების კანაპეები. რაც შეეხება ღირებულებას, საფასო პილიტიკა მრავალფეროვანია და მორგებულია მომხმარებლის შესაძლებლობებზე. ფასის ცვლილება დამოკიდებულია ბლინის შიგთავსის კატეგორიაზე. (მურაბა, შოკოლადი, ხილი და ა,შ)”.

ანა ქაბზინაძის თქმით, ეს ახალი პროდუქტია ქართულ ბაზარზე. კატეგორიისადმი დადებითი დამოკიდებულება ამაღლებს პროდუქტის მიმართ მოთხოვნას და მძაფრ კონკურენციასაც ეს განაპირობებს. სწორედ ამიტომ ფერად ბლინებს კონკურენტულ პროდუქტად მიიჩნევს.

6a00d8341c6a0853ef017ee9947f83970d

images (2)

განხილვა