12
Mar
2018

ფერადი წინდები! გზავნილი გარშემომყოფებს, რომ ძლიერი და შემოქმედებითი ადამიანი ხარ

12 Mar 2018

შენი გზავნილი, რომელიც გულისხმობს, რომ ხარ კრეატიული, დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი, არის ძალიან მარტივად გამოსახატავი – ჩაიცვი რაღაც განსხვავებული ფეხზე. ამას მეცნიერებაც ადასტურებს.

statiebi-bog
statiebi-bog

ფერადი, მხიარული, თამამი წინდები თუ გამაშები ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილებაა შენი იმიჯისთვის – მამაკაცებისთვის, რომლებიც კოსტიუმსა და ჰალსტუხს, ან თუნდაც, პერანგს ატარებენ კლასიკურ შარვალსა თუ ჯინსზე, ხოლო ქალბატონებისთვის, რომლებსაც კაბა, კლასიკური კოსტიუმი თუ ქვედაბოლო/შარვალი აცვიათ. როგორც მკვლევართა შედეგებმა აჩვენა, რაც გაცვია, ის ეფექტს ახდენს იმაზე, თუ როგორს აღგიქვამენ სხვები და ასევე, თავად როგორ აღიქვამ საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ჩაცმულობით შეფასებამ და ასე შექმნილმა შთაბეჭდილებამ, შესაძლოა, ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომამდეც მიგიყვანოს, ამას მაინც ვერსად გაექცევი. მაგალითად, როდესაც ადამიანებს აჩვენეს მამაკაცის სურათები, რომლებიც სოლიდურად, კოსტიუმში იყვნენ გამოწყობილები, ასეთები უფრო სანდოდ, წარმატებულად, მაღალშემოსავლიანად შეაფასეს. შესაბამისად, სხვის მიერ შენი აღქმაც თავისუფლად შეიძლება იყოს უსიამოვნო, იმის გათვალისწინებით, რაც გაცვია. უფრო მეტიც, შენი ჩაცმულობით გამოხატავ იმასაც, როგორ ხედავ სხვებს და რამდენად ადეკვატურად აღიქვამ მოცემულ სიტუაციას შენ მიერ შერჩეული ტანსაცმლით.რაც შეეხება წინდებს: 
მაღალყელიანი/ფერადი წინდები ადამიანს წარმოაჩენს, როგორც შემოქმედებითსა და მეამბოხეს. ეს, ერთი შეხედვით, ძალიან პატარა დეტალი, ხაზს უსვამს, რომ საურთიერთოდ სასიამოვნო ადამიანი ხარ. გარდა ამისა, ეს მეტყველებს შენს სიმამაცესა და თავდაჯერებულობაზე, რომ ნამდვილად იმას აკეთებ, რაც გსურს და ის, რაც შესაძლოა, ნორმად არ აღიქვან საზოგადოებაში, სულაც არ გადარდებს.

რა ხდება მაშინ, როცა არ ხარ „განსხვავებული წინდის“ ადამიანი?! – არ ინერვიულო, შენ შეგიძლია სხვა ხერხი გამოიყენო ამისთვის, რაც გულისხმობს, რომ იცოდე, ვინ არის შენი აუდიტორია. ადამიანებს აქვთ ტენდენცია, რომ ინსტრუქციებს მიჰყვნენ უფრო ყურადღებით, როცა მათსავით გამოიყურები იმიტომ, რომ ამით შენთან უფრო მეტ კავშირს პოულობენ და შესაბამისად, გითმობენ მეტ ყურადღებას.



განხილვა