in ,

ცვლილება ცნობილი ბრენდების სარეკლამო ფოტოებზე – ფერადკანიანი მოდელის კამპანია

აფრიკელმა მოდელმა დიდი ჰოვარდმა (DD), ფოტოხელოვან რაფაელ დიკრუტერთან ერთად, წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ბრენდების ბოლოდროინდელი სარეკლამო ფოტოები, მსოფლიოს წამყვანი მოდელების გამოსახულებით, თავისებურად გადააკეთეს.

იდეა თავად  DD–ს ეკუთვნოდა და როგორც თავად აცხადებს, ამას საკმაოდ სერიოზული პრობლემა დაედო საფუძვლად. მოდელის აზრით, მიუხედავად გაუთავებელი საუბრისა რასობრივ დისკრიმინაციაზე, ბრენდების უმეტესობა თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის მაინც თეთრკანიან მოდელებს ანიჭებს უპირატესობას. ამ საკმაოდ თამამი ნაბიჯის გადადგმას DD–ი Victoria’s Secret–სა და ფერადკანიან მოდელ ჟასმინ ტუკს უმადლის, რომელსაც წელს წილად ხვდა ბრენდის სამმილიონიანი ბიუსტჰალტერის ტარება ჩვენებაზე.

https://www.instagram.com/p/BNqOgEfB7UX/

DD–მ ახალ ფოტოებზე ისეთი მოდელები ჩაანაცვლა, როგორებიც არიან: მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჟიზელ ბუნდჰენი, სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, ჯიჯი ჰადიდი, ქენდალ ჯენერი და სხვები.  

ახალი წლის მილოცვის ორიგინალური საშუალება Coca-Cola–სგან

#ისარსებობს! ანონიმური გამოკითხვა, რომელმაც 20 000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა, დღეს ღამე დასრულდება!