ზოგისთვის მიუღებელი, სხვებისთვის კი შთაგონების არაჩვეულებრივი წყარო. ფერადკანიანი ქალბატონები Pantene–ის სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირები გახდნენ. ალბათ ახალი არავისთვის იქნება, რომ აღვნიშნოთ, რამდენად უნიკალურია მათი თმები და ვარცხნილობები. თავდაჯერებული, ლამაზი, მიზანდასახული ქალბატონები საკმაოდ პოეტურად გვიხსნიან ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი თმის მნიშვნელობას. Pantene კი, გარდა მიმზიდველი და ეფექტური ვიდეორგოლისა, თავისი პროდუქციით მომხმარებლის თმების სიჯანსაღესა და სილამაზეზე უკვე წლებია თავგამოდებით ზრუნავს.
https://www.youtube.com/watch?v=uwc4s8nVba4