ჩვენი ნახატები ჩვენს შინაგან მდგომარეობას ასახავენ. თუმცა, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ამის გარეშეც კარგად გვიცნობს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=104&v=3fyd_lgcI9M
Garnier-მა ექსპერიმენტის ჩასატარებლად ახალგაზრდა ქალები მოიწვია და სთხოვა, რაიმე დაეხატათ. ნამუშევრების სანახავად კი ოთახში, მოულოდნელად, მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი – დედა შედიოდა.
სააგენტო Publicis-მა ემოციური ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც დედები ახალ ნამუშევრებს მათი შვილების ბავშვობის ნახატებს ადარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ერთმანეთსგან ფერები განასხვავებდა.
შავ-თეთრი ნამუშევრების დანახვისას, დედები საკუთარ შვილებს ამხნევებდნენ და ცდილობდნენ შეეხსენებინათ, თუ როგორი ლამაზები, ახალგაზრდები და სიცოცხლით სავსეები არიან ისინი. დედები თავიანთ შვილებს სთხოვდნენ, არასოდეს დაეკარგათ ფერები, რომლებიც მათ უნიკალურს ხდიან. ასე შეეცადა Garnier-ი მომხმარებლისადმი დედობრივი ზრუნვა გამოეჩინა.