in

ფერები ობიექტურია თუ სუბიექტური? — კითხვაზე პასუხს ფილოსოფოსები გვცემენ

ლურჯი და ოქროსფერი კაბების ამბავი ხომ გახსოვთ, ერთსა და იმავეს რომ ვუყურებდით და განსხვავებულად აღვწერდით… ასე იმიტომ ხდება, რომ ვიზუალური სისტემები ინდივიდუალურია. მეტიც, ობიექტის ფერი განსხვავებულ ფონსა და განათებაზე სხვადასხვანაირად ჩანს. ამ ფაქტმა კი, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ ფერები სუბიექტურია, რომ დამკვირვებელსა და გარემოზეა მისი აღქმა დამოკიდებული და სულაც არ არის ისეთი ზუსტი, როგორც მაგალითისთვის სიგრძე და ტემპერატურა — მიუხედავად ამისა, ფილოსოფოსები წიგნში „ფერების მეტაფიზიკა“ ამის საპირისპიროს ამტკიცებენ.

M2
M2

ზოგადად, ობიექტის ფონი დრამატულ ცვლილებებს გვთავაზობს ფერის აღქმაში. თუ, მაგალითად, ნაცრისფერ ობიექტს ღია ფონზე მოათავსებთ, უფრო მუქი გამოჩნდება და პირიქით. აღქმებში სხვაობები კიდევ უფრო გასაოცარი ხდება, როცა ობიექტს განსხვავებულ სინათლეზე ვუყურებთ, როცა წითელი ვაშლი ლურჯადაც შეიძლება გვეჩვენებოდეს და მწვანედაც. 

რაღა თქმა უნდა, ის, რომ კონკრეტულ ფერს განსხვავებულად აღიქვამთ სულაც არ ამტკიცებს, რომ ეს გამოცდილება არ არის ობიექტური — წყალი შეიძლება ერთ ადამიანს ცივად ეჩვენებოდეს, მეორეს არა, შესაბამისად, ვერ გავიგებთ, რომელი შემთხვევაა სწორი. თუმცა, ტემპერატურის ზუსტად გაგებაა შესაძლებელი და მერე იმის დასკვნა, რომ ეს თქვენს გამოცდილებაზე სულაც არ არის დამოკიდებული. ასე ხდება ფერების შემთხვევაშიც — ის ფაქტი, რომ რაღაც ფერის ვიზუალი შეგიძლიათ შეცვალოთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფერი იცვლება, შესაძლოა, ლურჯად ან მწვანედ გეჩვენებოდეთ, თუმცა, ეს სულაც არ ამტკიცებდეს იმას, რომ ვაშლი წითელი არ არის. 

შედარებისთვის, მთვარეც უფრო დიდი ჩანს, როცა ჰორიზონტზეა და არა მაშინ, როცა ზენიტში იმყოფება — რეალურად მთვარის ზომა კი არა, მისი გარეგნობა იცვლება. აქედან გამომდინარე, ობიექტის თვისებები დამოუკიდებელია იმისგან, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას. და რა ხდება ფერების შემთხვევაში? კითხვაზე პასუხის საპოვნელად ამ სურათზე ასახულ ვარდისფერ მართკუთხედს დააკვირდით. 

ერთნაირი ფერი სხვადასხვა ფონზე განსხვავებულად აღიქმება.

ფერებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთქმედება, იქნება ეს საღებავების შეხამება, შარვლისა თუ ზედის, რთული იქნებოდა ასახსნელად ფერები რომ ობიექტის ობიექტური მახასიათებლები არ იყოს. მაგრამ თუ ფილოსოფოსებს მივმართავთ და შევხედავთ, როგორ აღიქვამენ მკვლევრები ფერებს, ეს კიდევ უფრო რთული გახდება.

თუ ფერების მეცნიერების სფეროში ჩავიხედავთ, მეცნიერულ კანონებს ვნახავთ, რომლებიც გვეუბნება, როგორ ზემოქმედებს ობიექტები და განათება აღქმასა და სხვა ობიექტების ფერებზე… აი, ფილოსოფოსები ჰილარი პუტნამი და უილარდ ვან ორმან ქუინი კი ერთ მარტივ იდეას შეგვახსენებენ, რომ თუ რაღაც მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, ე. ი. რეალური და ობიექტური უნდა იყოს. მათემატიკაზეც ასეა, შესაბამისად, ფილოსოფოსები ამტკიცებენ, რომ მათემატიკური ობიექტები ობიექტურია და ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად არსებობს.

ზუსტად ამ ლოგიკას მიჰყვება ფერებიც და მისი უდიდესი როლი ევოლუციურ ბიოლოგიაში. მტაცებლებისგან თავის დასაღწევად ფერებით რომ ინიღბებიან ცხოველები, აქ სწორედ ეს იგულისხმება… საბოლოოდ კი, ფილოსოფოსები გვეუბნებიან, რომ ჩვენი უნარი, განვსაზღვროთ, ობიექტები ერთნაირადაა შეფერილი თუ განსხვავებულად და ის შეუცვლელი როლი, რომელსაც ისინი მეცნიერებაში ასრულებენ, მიუთითებს იმაზე, რომ ფერები ისეთივე რეალური და ობიექტურია, როგორც სიგრძე და ტემპერატურა.

როგორ ვლინდება ფარული კრიზისი ხელმძღვანელ გუნდში

Disney და სხვა გიგანტები ანიმაციის რელიკვიებს აუქციონზე ყიდიან