in

ფერთა სქემები და სიმბოლიკა თქვენი ვებგვერდის დახვეწილი დიზაინისთვის

როდესაც ვებსაიტის დიზაინზე იწყებთ მუშაობას, მთავარი საზრუნავი ფერთა პალიტრის სრულყოფაა. ამის გაკეთების საუკეთესო გზა არის არსებული ვებსაიტების დათვალიერება და კონკურენტების კვლევა. ეს სტატია საქმეს ცოტა გაგიმარტივებთ და წარმოგიდგენთ ფერის სქემებს, რომლებიც იდეალურად მუშაობს თითოეული ბრენდისთვის.

არტისტმა ჯოზეფ ალბერსმა თავისი პრაქტიკა მიუძღვნა ფერის გაგებას და იმას, თუ როგორ მოქმედებს იგი დამთვალიერებლის განწყობაზე და ადაპტირდება სხვადასხვა კონტექსტში. მისი კვლევის დიდი ნაწილი მოიცავდა ფერების ურთიერთქმედების სხვადასხვა გზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვებსაიტის დიზაინის შექმნისას. მსგავსი აღმოჩენები დიზაინის ფერების ჩვენი სერვისების შესაბამისად შერჩევაში გვეხმარება. 

ქვემოთ მოცემულია ფერების გაგება ფსიქოლოგიური პრინციპის მიხედვით:

წითელი

ეს სიჩქარე, ენერგია და ვნებაა. წითელი მშვენიერი ფერია გამოსაყენებლად, როცა გინდა, რომ შენი აუდიტორიის ყურადღება მიიქციო. წითელი ხშირად გამოიყენება ელექტრონული კომერციის ვებსაიტების ფერადი სქემებისთვის, ასევე რესტორნებისა და აპლიკაციებისთვის – როცა გშიათ და ყიდულობთ საჭმელს, თქვენ მისი სწრაფად მიღება გსურთ. ეს ფერი კი დიზაინს ამ განწყობის გამოხატვაში ეხმარება.

ნარინჯისფერი

ეს ოპტიმიზმისა და ბედნიერების ფერია. ნარინჯისფერი საყოველთაოდ განიხილება, როგორც „სახალისო” ფერი და მისი გამოყენება თქვენს ვებდიზაინში შესანიშნავი გზაა იმის გამოსაკვეთად, რომ ლაღი ბრენდი ხართ და მომხმარებელს პოზიტიური განწყობა გსურთ შეუქმნათ.

ყვითელი

სითბოსა და სტუმართმოყვარეობის გამომხატველია. ვებსაიტი, რომელიც ამ ფერშია გადაწყვეტილი, ვიზიტორს თითქოს თავისკენ იხმობს. ის სუპერ მხიარული და ხელმისაწვდომია და ძირითადად, მომსახურების სფეროზე მუშაობს კარგად.

მწვანე

ბუნებასა და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მწვანე შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ბრენდის ჯანსაღი რეპუტაციის შექმნა უნდა. მწვანე ასევე შესანიშნავი ფერის არჩევანია ეკომეგობრულობისა და მდგრადობის გადმოსაცემად.

ლურჯი

ყველაზე მრავალმხრივი და საყოველთაოდ მოწონებული ფერია. ამბობენ, რომ ის იწვევს ნდობას, რაც მას ფავორიტად აქცევს ვებსაიტების ფერთა სქემებში.

იისფერი

კრეატიულობასთან, სიბრძნესთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება. ვებსაიტთა სქემებში ის განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას და ყველასგან გამოირჩევა. 

ვარდისფერი

კრეატიულობისა და სიხალისის გამომხატველია. ის ყველა სქესისა და იდენტობის ადამიანისთვის მარტივად და სასიამოვნოდ აღსაქმელია, ამიტომ ბრენდები მას ხშირად ირჩევენ და აერთიანებენ  მრავალ ინდუსტრიაში.

ყავისფერი

ყავისფერი სიკეთის, სითბოსა და პატიოსნების სიმბოლოა. ვებდიზაინში მას ხშირად დამამშვიდებელი ეფექტისთვის გამოიყენებენ. ის აძლევს ვებსაიტებს ბუნებრივ, მიწიერ ატმოსფეროს და ხშირად გვხვდება ტრადიციული, ვინტაჟით შთაგონებული დიზაინით.

შავი

თანამედროვეობა, სიგლუვე და ნეიტრალურურობა ის ცნებებია, რომლებსაც შავი ფერი გამოხატავს. მისი მინიმალიზმი ხშირად კარგად გამოიყენება ძვირადღირებული ვებსაიტებისთვის. ბევრი კოსმეტიკური ბრენდი იღებს შავს, როგორც ძირითად ფერს, რათა მიუთითოს, რომ მათი პროდუქტი ხარისხიანია.

თეთრი

ისიც გამოხატავს მინიმალიზმს და ასევე გამჭვირვალობას. ის ვებსაიტს ნეიტრალურ ელფერს ანიჭებს და ხშირად გამოიყენება კომბინაციაში სხვადასხვა ფერთან. იგი ძირითადად გამოიყენება, როგორც აქცენტის დასასმელი ან ფონის ფერი.

რუხი

რუხი ავტორიტეტისა და მომწიფებულობის გამომხატველია. მას სერიოზული ვიზუალი აქვს და თუ თქვენი იდენტობა მსგავს იდეას ეფუძნება, თამამად შეგიძლიათ ამ ფერის დიზაინში გამოყენება. ის თითქოს ეუბნება ხალხს, რომ საქმიან კომპანიასთან აქვს საქმე.

ახლა, როდესაც ძირითადი ფერების სიმბოლიკა გავიარეთ, წარმოგიდგენთ ნიმუშებს, თუ როგორი შეიძლება იყოს თქვენი ვებსაიტის ვიზუალი.

დიზაინი, რომელიც ეკომეგობრულობას გამოხატავს

ნათელი და ჯანსაღი ფერები

სტილური, საგანგებოდ შერჩეული ფერები

მხიარული და ახალგაზრდული ფერთა პალიტრა


ფერები, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონთ შემოქმედებით ადამიანებს

დამამშვიდებელი და ოპტიმისტური ნეიტრალური პალიტრები


სანდო ტონები

დამამშვიდებელი, მაგრამ თავდაჯერებული ფერის სქემები


თანამედროვე და მოდური ფერები

მხიარული და ფილანტროპული ფერები


ძლიერი და ემოციური ფერთა პალიტრა

კახეთი New York Times-ის 2023 წლის სამოგზაურო რეკომენდაციებში მოხვდა

აშშ-ში იგეგმება წამლის შექმნა, რომელიც სიცივეში გაგვათბობს