ფერს უდიდესი დატვირთვა აქვს ცხოვრების მრავალ სფეროში — განსაკუთრებით კი ხელოვნებაში, ინტერიერის თუ ექსტერიერის გადაწყვეტაში. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფერთა კატალოგები ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან იწარმოებოდა, რათა ფერების ორგანიზება და შესაბამისობა გაცილებით მარტივი ყოფილიყო.
ენ ვარიხონმა, კულტურული მასალების ანთროპოლოგმა, უამრავი მასალა მოაგროვა, დაწყებული მე-19 საუკუნის აბრეშუმის ლენტების ნიმუშებიდან, 1960-იანი წლების ფერების კოლექციამდე. მათ შორის ისეთი ფავორიტიცაა, როგორიცაა ვერნერის ფერების ნომენკლატურა, რომელიც სხვადასხვა ელფერისა და ტონის სინთეზს გვთავაზობს.
„საუკუნეების მანძილზე ინახავდნენ ფერადი ნიმუშების შემცველ დოკუმენტებს. ასე იქმნებოდა საგანძური მკვლევართა მომავალი თაობებისთვის“, — აღნიშნავს ვარიხონი. მის მიერ გამოცემული წიგნი იკვლევს სქემებს, რომლებიც მხატვრების, ნატურალისტების, ექიმებისა და დიზაინერებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენდა.