in

ფერების მომნუსხველი განზომილება – Sherwin-Williams–ის საღებავების არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი

საღებავების მწარმოებელი კომპანია Sherwin-Williams–ი ყოველ ჯერზე გვაოცებს თავისი არაჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლებით. ერთი შეხვედვით, რა შეიძლება მსგავსი ჩვეულებრივი პროდუქტისთვის ისეთი განსაკუთრებული მოიფიქრო, რომ შემდეგ საზოგადოება კარგა ხანს ალაპარაკო მასზე? ამ დავალებას ბრენდი უკვე მეორედ ართმევს თავს არაჩვეულებრივად. სარეკლამო სააგენტო McKinney–ისა და რობოტი Spike–ის დახმარებით, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ მშვენიერი სანახაობის შექმნაში, ვიდეორგოლი მართლაც ზღაპრული გამოვიდა. 30 წამიან რგოლში ფერების მთელი ჯადოქრობაა აღწერილი, როგორ მოძრაობენ, რას გადმოსცემენ და რა შეუძლიათ. სანახაობა მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოვიდა.

M2

 

გარდა ვიდეორგოლისა, ბრენდმა გადაღების კადრებიც გაავრცელა, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. წყალქვეშ შექმნილი ფერების ეს საოცარი მოძრაობები რეალური გადაღებების დროს დაუმონტაჟებლად კიდევ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.

Degustate.com – ქართული პერსონალიზებული ღვინის ონლაინ კლუბი

გიორგი ქვლივიძე – #პირველისამსახური