in

4 წესი, რომლებიც ლოგოს ფერის შერჩევისას უნდა დაიცვათ

შესაძლოა, წითელი ფერი გიხდებოდეთ, მაგრამ მწვანე არა — ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე თმის ფერი, კანის ტონი და ასაკიც კი ზემოქმედებს. როცა არასწორი ფერის სამოსი გაცვიათ, ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებით და ასე ხდება ლოგოების შემთხვევაშიც. თუ ფერი კონკრეტულ ბიზნესსექტორს არ შეესაბამება, პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარება გაგიჭირდებათ, რადგან ეს მათზე ქვეცნობიერად ზემოქმედებს… 

BOG
BOG

თუმცა, მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი ფერის არჩევა არ არის გამოსავალი, უმჯობესია, მის ფსიქოლოგიურ ეფექტებზეც დაფიქრდეთ. ეს ბრენდს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება, მომხმარებლებთან კი პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეგაძლებინებთ.

ამიტომ, ახლა მოდით, განვიხილოთ, როგორ შევარჩიოთ იდეალური ფერთა პალიტრა:

1. დააბალანსეთ ფერები ვიზუალურად

თუ ლოგოს შექმნას აპირებთ, რომელშიც რამდენიმე ფერი ერწყმის ერთმანეთს, დარწმუნდით, რომ ისინი ვიზუალურად ჰარმონიულია. საქმე რომ გაგიმარტივოთ, ქვემოთ ფერთა კომბინაციებს შემოგთავაზებთ:

მონოქრომული ფერები: კლასიკური მეთოდია, რომელიც ერთი და იმავე ფერის განსხვავებული ტონების გამოყენებას ეხება, ღია ფერით იწყება და ეტაპობრივად მუქდება. 

მსგავსი ფერები: იმ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც პალიტრაში ერთმანეთის გვერდიგვერდ გვხვდება. 

დამატებითი ფერები: აქ კი უკვე კონტრასტული ტონები მოიაზრება, მაგალითისთვის, იასამნისფერი და ყვითელი, წითელი და მწვანე, ფორთოხლისფერი და ლურჯი. 

სამეულის არჩევა: ამ მეთოდის მიხედვით, ნებისმიერი სამი ფერი შეგიძლიათ, აირჩიოთ, რომლებიც ფერთა პალიტრაზე ერთმანეთისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული, იქნება ეს ყვითელი-სტაფილოსფერი, წითელი-იასამნისფერი თუ ლურჯი-მწვანე.

წყვილი ფერების არჩევა: ორი ისეთი ფერი უნდა აირჩიოთ, რომლებიც ერთმანეთს პარტნიორობას გაუწევს.

2. მიიღეთ შთაგონება ბუნებისგან

საოცარ ფერთა კომბინაციებს სწორედ ბუნებაში შეგიძლიათ, მიაგნოთ. შთაგონებისთვის კი უბრალოდ თქვენ ირგვლივ არსებულ გარემოს გადახედეთ — თუ თვალში რაღაც ფერი მოგხვდებათ და მოგეწონებათ, ეცადეთ, ფერთა პალიტრაც მის ირგვლივ ააგოთ. ასე მეტად ორგანულ შეგრძნებას მიიღებთ. 

3. დაიცავით 60-30-10 წესი

ჰარმონიული ფერთა პალიტრის შექმნა თუ გსურთ, ფერები შემდეგი პროცენტობით უნდა გადაანაწილოთ: 60%, 30% და 10%. რაღა თქმა უნდა, 60%-ით დომინანტურ ფერს აღნიშნავთ, შემდგომ მეორეხარისხოვანს და ბოლოს ფერს, რომელიც აქცენტებისთვის გსურთ.

4. გამოიჩინეთ სიფრთხილე შავი ფერის გამოყენებისას

რეალურ ცხოვრებაში სუფთა შავ ფერს თითქმის ვერასდროს იპოვით. ამგვარად, ყველა შავ ობიექტს სინათლის არეკვლის გარკვეული მაჩვენებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად შავი არ გახლავთ. უფრო მუქ ნაცრისფერს თუ ვუწოდებთ, არც გზებია შავი და არც ჩრდილები… ამიტომ, #000000-ის ნაცვლად, უფრო ნაზი #242424-ის გამოყენებას გირჩევენ.

დაბოლოს, თუ გსურთ, იდეალური ლოგო შექმნათ, 5 შეცდომასაც გაეცანით, რომლებიც ხშირად გვხვდება ინდუსტრიაში.

როგორ დაიცვათ თავი ტოქსიკური ხელმძღვანელისგან

ალექსანდრე ჩომახიძე გვიყვება, რას ნიშნავს, იყო ციფრული მარკეტერი