in

ფერების თერაპია, ანუ როგორ შეგვიძლია ვუმკურნალოთ ჩვენს გონებასა და სხეულს

M2
M2

ფერების თერაპია ქრომოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი და ამ დროს სინათლესა და ფერებს კონკრეტული მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის სამკურნალოდ იყენებენ. თერაპიის ამგვარ ფორმას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები მიმართავდნენ, თუმცა პოპულარული ბოლო წლებში გახდა, განსაკუთრებით დასავლურ მედიცინაში. 

ოღონდ ეს ფერების ფსიქოლოგიაში ნუ აგერევათ, თუ აღნიშნული შეისწავლის, როგორ ზემოქმედებს ფერები ადამიანის ქმედებასა და აღქმებზე, ფერების თერაპია დაუდასტურებელ ვარაუდებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ტონები ადამიანების ენერგიასა და სიჯანსაღეზე ზემოქმედებს. 

თუ დაფიქრდებით, თქვენც აღმოაჩენთ, რომ ზოგი ფერი კარგ ხასიათზე გაყენებთ, ზოგი კი პირიქით… ფერთა თერაპიის პრაქტიკაც ამაზეა და სათავეს ინდური აიურვედული მედიცინიდან იღებს, რომლის თანახმადაც ფერების გამოყენებას ჩვენი სხეულის ჩაკრებში დისბალანსის გამოსწორება შეუძლია.

ფერების თერაპიის ტიპები

აქ სწამთ, რომ განსხვავებული ფერი სხეულზე განსხვავებულადვე ზემოქმედებს:

  • წითელი — დაღლილი ან დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ენერგიის მისაცემად და გასამხნევებლად გამოიყენება. თუმცა, ამასთან, შესაძლოა, წითელმა დაძაბული ადამიანები, პირიქით, გააღიზიანოს. 
  • ლურჯი — ქრომოთერაპევტები ამ ფერს ტკივილსა და დეპრესიაზე ზეგავლენისთვის მიმართავენ. ლურჯის უფრო მუქ ტონებს დამამშვიდებელი თვისებები აქვს, ამიტომ იმ ადამიანებისთვის იყენებენ, რომელთაც ინსომნია ან ძილის სხვა დარღვევები აწუხებთ. 
  • მწვანე — ბუნების ფერია და ამ თერაპიაში სტრესის შესამსუბუქებლად და ადამიანის განსატვირთად იყენებენ. 
  • ყვითელი — ეს კი უკვე განწყობის გასაუმჯობესებლადაა, იმისათვის, რომ ადამიანი გააბედნიეროს და ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენოს. 
  • სტაფილოსფერი — ყვითლის მსგავსად, ადამიანებში ბედნიერი ემოციების გასაღვიძებლადაა. ნათელი თბილი ტონი მადასა და მენტალურ აქტივობასაც ზრდის. 

რასთან გამკლავებაში დაგვეხმარება ფერების თერაპია?

ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრომოთერაპია სამედიცინო მკურნალობის ალტერნატიული წყაროა და ისეთ მდგომარეობებთან გამკლავებაში დაგვეხმარება, როგორებიცაა:

  • სტრესი
  • დეპრესია
  • აგრესია
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ძილის დარღვევები
  • შფოთვა
  • კიბოს კონკრეტული ტიპები
  • კანის ინფექციები

ოღონდ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჯერ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება ამ მეთოდის ეფექტურობისა. American Cancer Society კი არ უჭერს მხარს სინათლის ან ფერების თერაპიის კიბოსა თუ სხვა დაავადებების მკურნალობის დროს გამოყენებას. 

ფერების თერაპიის სარგებელი

მიუხედავად არაერთგვაროვანი მოსაზრებებისა, მაინც ამბობენ, რომ ფერების თერაპია ძალიან სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია:

  • სტრესისგან გაგათავისუფლოთ
  • მადა გაგიძლიეროთ 
  • სეზონურ შფოთვასთან გამკლავებაში დაგეხმაროთ
  • ენერგია მოგცეთ

როგორ დავიწყოთ ფერების თერაპია?

ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, ფერების თერაპიის ცდა არაფერს გავნებთ. ამიტომაც რამდენიმე გზას გასწავლით:

  • მოერიდეთ ლურჯ სინათლეს ღამით, რათა უკეთ დაიძინოთ — კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენი ლეპტოპებიდან, ტელეფონიდან თუ ტელევიზორიდან მიღებული ლურჯი სინაღლე ცირკადულ რიტმს არღვევს, რაც, თავის მხრივ, ძილის ხარისხზე აისახება. ამიტომ, ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალის ტარება ან თქვენი მოწყობილობების უფრო თბილ, ყვითელ ტონებში გამოყენება უნდა სცადოთ.
  • ისიამოვნეთ ბუნებით — ფოთლებისა და ბალახების მწვანე ფერი, რომელსაც მრავლად ვხვებით ბუნებაში, დადებითად ზემოქმედებს ჩვენზე, შესაბამისად, დამშვიდებაშიც გვეხმარება. 
  • გამიზნულად აირჩიეთ ფერები — არ აქვს მნიშვნელობა, რისი ფერი იქნება ეს, თქვენი ოთახის კედლების თუ ტანსაცმელების, უპირატესობა იმგვარ ტონებს მიანიჭეთ, რომლებიც თქვენში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს. 

Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა

უილემ დეფო ვერ იგებს, როგორი გემო აქვს Laphroaig-ს