in

FAST-PETase-ის ფერმენტი პლასტმასის ნარჩენებს საათებში დაშლის

პლასტმასის ნარჩენები უკვე მთელ მსოფლიოში გვხვდება, თუმცა მათგან 10%-ზე ნაკლები მუშავდება… ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროდუქტებს ძირითადად ნაგავში ვაგდებთ, სადაც ნაკლებად ზრუნავენ მის დეპოლიმერიზაციაზე, ან მათი დაწვის ხერხს მივმართავთ, რაც ძვირია და ბუნებისთვისაც არ არის სასარგებლო, ალტერნატიული მეთოდის არსებობა აუცილებელი ხდება. 

M2
M2

აქ კი სპეციალურად შექმნილ ფერმენტზე, სახელწოდებით FAST-PETase, საუბრობენ, რომელიც იაფ, მარტივ და ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ. მისი დახმარებით პლასტმასის ნარჩენების დაშლას ძალიან სწრაფად შეძლებთ. ცდების დროს, ენზიმმა პოლიმერული პოლიეთილენ ტერეფტალატისგან (PET) დამზადებული პროდუქტები 1 კვირაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათში დაშალა. ბუნებაში კი პროცესს საუკუნეები სჭირდება…

საინტერესოა ისიც, რომ ფერმენტი ბუნებრივი PETase-დან მიიღეს, რაც ბაქტერიებს პლასტმასის დაშლის საშუალებას აძლევს. მანქანური სწავლება კი იმ ხუთი მუტაციის შემუშავებისთვის გამოიყენეს, რითაც ენზიმს სხვადასხვა გარემოში პლასტმასის სწრაფად გადამუშავება შეეძლება. მოლეკულურ დონემდე დაშლის შემდეგ, მას ახალი პროდუქტების დასამზადებლადაც გამოვიყენებთ. 

ეს კვლევა სხვადასხვა სფეროს გაერთიანების ძალას ნამდვილად აჩვენებს, იქნება ეს სინთეზური ბიოლოგია, ქიმიური ინჟინერია თუ ხელოვნური ინტელექტი, — ამბობს ენდრიუ ელინგტონი, ბიოქიმიკოსი.

კვლევისას ფერმენტის მოქმედება PET-ისგან დამზადებულ კონტეინერებზე, წყლის ბოთლებზე, ქსოვილებსა თუ ბოჭკოებზე გამოცადეს. დადებითი შედეგები კი მას 50 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე ჰქონდა.

თუ გარემოს დასუფთავების საკითხებს განვიხილავთ, საჭირო იქნება ფერმენტი, რომელიც გარემოში არსებულ ნებისმიერ ტემპერატურაზე იმოქმედებს და ეს არის ის, რაშიც FAST-PETase-ს დიდი პოტენციალი აქვს, — ამბობს ჰალ ალპერი, ქიმიური ინჟინერი.

ხოლო თუ სტატისტიკას გადავხედავთ, PET-ისგან დამზადებული პროდუქტები გლობალური დაბინძურების 12%-ს შეადგენს, აქ კი მისი გადამუშავების სწრაფი მეთოდი ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს

რას უსმენს საქართველო?! – Spotify-ის აპრილის სტატისტიკა