in

NASA გრავიტაციულ ტალღებს Fermi-ს ტელესკოპით იკვლევს

სამყაროს სუპერმასიური შავი ხვრელები დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღებით ავსებს. ასტრონავტები აქამდე ამ ტალღებს რადიოტელესკოპების გამოყენებით ეძებდნენ, ახლა კი ამ პროცესში ისინი NASA-ს Fermi-ს გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაგროვებულ მაღალი ენერგიის სინათლესაც იყენებენ. როგორც ამბობენ, გამა-სხივები პულსარებზე უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, ხოლო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის დამოუკიდებელ გზას ხსნის.

M2
M2

გალაქტიკების უმეტესობის, ანუ მილიარდობით ვარსკვლავის გულში სუპერმასიური შავი ხვრელები გვხვდება. გალაქტიკები ერთმანეთს უზარმაზარი გრავიტაციით მიიზიდავენ, შეერთების შემდეგ კი შავი ხვრელები ახალი ცენტრისკენ ინაცვლებს, სპირალურად იწყებს მოძრაობას და ერთიანდება. ამ დროს გრძელ გრავიტაციულ ტალღები იქმნება, რომლებიც ასობით ტრილიონ კილომეტრზეა გადაჭიმული. 

ასტრონავტები ამ ტალღებს პულსარების — მასიური ვარსკვლავების ნარჩენების დაკვირვებით ათწლეულების მანძილზე ეძებდნენ. მანამდე კი რადიოტელესკოპები გამოიყენებოდა, ისინი აგროვებდნენ და აანალიზებდნენ რადიოტალღებს. თუმცა ამჯერად NASA-ს Fermi-ს გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული ათწლიანი მონაცემები აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის მონაცემის დამატებაა საჭირო, რათამ ტალღების აღმოჩენა შეძლონ. 

NASA-ს Fermi-ს გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს გამა-სხივებში, სინათლის ყველაზე ენერგეტიკულ ფორმაში, სწავლობს. ჩვენ გაოცებული ვიყავით პულსარების იმ ტიპების პოვნით, რომლებიც გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად გვჭირდებოდა, ასეთი კი ჯერჯერობით 100-ზე მეტი აღმოვაჩინეთ — ამბობს მეთიუ კერი, ფიზიკოსი.

გრავიტაციული ტალღები უფრო ფართო სპექტრსაც ფარავს, მასიური ობიექტები უფრო გრძელ ტალღებს წარმოქმნის. ხოლო ტალღებს, რომელთა სიგრძე ტრილიონებიც შეიძლება იყოს, ასტრონომები ბუნებრივი დეტექტორებით ადგენენ, რომელთაც პულსარების დროის სპექტრს უწოდებენ. პულსარების რადიოტალღები და გამა-სხივები შორეული, მასიური შავი ხვრელების სუსტ ხმაურსაც გადმოსცემენ.

ამჯერად კი ფიქრობენ, რომ გამა-გამოსხივების პულსარის დროის სპექტრი, გრავიტაციული ტალღების ასტროფიზიკისთვის ახალი მძლავრი შესაძლებლობა იქნება. ამ შედეგს საერთაშორისო ჯგუფმა გერმანიის მაქს პლანკის რადიო ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერების ადიტია პართასარათისა და მაიკლ კრამერის დახმარებით მიაღწია.

ქართველი ფოტოგრაფები გვიყვებიან, როგორ გავყიდოთ ფოტოები

Nike-ის ახალი შეფუთვა ნარჩენების განახევრებას ემსახურება