in

„Ferrari-ის სულის სიმბოლო“ – ბრენდმა, 75-ე წელთან დაკავშირებით, საიუბილეო ლოგო წარადგინა

Ferrari-მ, მსოფლიოში ცნობილმა იტალიურმა სპორტული მანქანების ბრენდმა, 75 წლის იუბილესთვის, ლოგოს დიზაინი შექმნა.

„ბრენდი, რომელმაც საავტომობილო სამყაროში რევოლუცია მოახდინა, 75 წლის აღსანიშნავად ემზადება და აქვეყნებს ლოგოს, რომელიც ამ მნიშნელოვან წლისთავს ეძღვნება“, – აცხადებენ კომპანიაში.

ენცო ფერარიმ, ბრენდის დამფუძნებელმა, პირველი პატარა ქარხანა, მარანელოში, 1947 წელს გახსნა. მისი ოცნება რბოლისთვის მანქანების შექმნა იყო.

იმავე წლის მაისში, მან 1.5 ლიტრიანი 125 S-ის დებიუტი წარმოადგინა. ხოლო პირველი მანქანა, რომელიც Ferrari-ის ნიშანს ატარებდა, რბოლებს რამდენიმე კვირაში იგებდა და გამარჯვებების გრძელ ისტორიას გზას უხსნიდა.

ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ 1949 წელს, ავტორბოლა “Le Mans-ის 24 საათს” მოიცავდა. 2004 წელს კი Ferrari-მ F1-ში რეკორდი დაამყარა, სადაც ექვსი მსოფლიო კონსტრუქტორისა და ზედიზედ ხუთი მსოფლიო მძღოლის ტიტული მოიპოვა.

იტალიური ბრენდის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ 2015 წელს  Ferrari ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ჩავიდა. იმ დროისთვის, საბაზრო ღირებულება 9,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შემდგომში კი, ეს მაჩვენებელი 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საიუბილეო ლოგოსთან ერთად, ბრენდმა, ასევე, შექმნა “სპეციალური ნიშანი”. აღწერილი, როგორც „Ferrari-ს სულის სიმბოლო“. ეს არის გიგანტური ფაზლი, რომელიც ათასობით კომპონენტისგან შედგება. “სპეციალური ნიშანი” მარანელოში, კომპანიის ქარხანაში, შეიქმნა და სათითაოდ Ferrari-ს გუნდის მიერ არის აწყობილი. 

„ის ჩვენს არსს ასახავს, განვლილ 75 წელს და ჩვენს მომავალს. ის არის კომპანიის სიმბოლო, რომელიც, როგორც ენცო ფერარიმ ერთხელ თქვა – უპირველეს ყოვლისა, ხალხისგან არის შექმნილი“, – ამბობს Ferrari-ის ხელმძღვანელი ჯონ ელკანი.

Nirvana-ს წინააღმდეგ სპენსერ ელდენის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

როგორ მივაღწიოთ ჩვენი პოსტების მკითხველებამდე – რჩევები ბლოგპოსტის ოპტიმიზაციისთვის