in

Ferrari თბილისში – ბრენდის პირველი ოფიციალური Pre-Owned შოურუმი გაიხსნა

2025 წლის 19 დეკემბერს Ferrari ოფიციალურად აღნიშნავს Ferrari Tbilisi-ს გახსნას – ბრენდის პირველ ოფიციალურ Pre-Owned და სერვისშოურუმს საქართველოში. Ferrari-ს ოფიციალურ პარტნიორად დასახელდა Nazar Holding, რომელსაც 46-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოირჩევა სანდოობითა და Ferrari-ს მომხმარებელთა განსაკუთრებული კმაყოფილების მაღალი სტანდარტებით.

ეს სიახლე Ferrari-ისთვის კიდევ ერთ დასაწყისს წარმოადგენს, რომელიც ნდობაზე, მაღალი დონის მომსახურებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომაზეა დაფუძნებული. ახალი შოურუმი უფრო აძლიერებს ბრენდის პოზიციას საქართველოში და ქმნის სრულფასოვან გარემოს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ენთუზიასტებისთვის.

ახალი სივრცე სრულად ასახავს Ferrari-ს უახლეს დილერული კორპორატიული იდენტობის კონცეფციას, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ერთიანი, მაღალ დონეზე აყვანილი გამოცდილების შეთავაზებას ყველა შეხების წერტილში. ეს გარემო გამოხატავს Ferrari-ის ღირებულებებს და ხელს უწყობს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მომხმარებლებთან. შოურუმში წარმოდგენილია Ferrari-ის სხვადასხვა მოდელი, რომლებიც სერტიფიცირებულია Ferrari Approved პროგრამის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს თითოეული ავტომობილის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ავთენტურობის უმაღლეს სტანდარტებს.

ოფიციალური გახსნის ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ექსკლუზიურად იხილონ ახალი Ferrari 849 Testarossa – შესრულებისა და საინჟინრო ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუდმივ ერთგულებას ინოვაციებისა და დიზაინის სრულყოფილებისადმი. ღონისძიებას ესწრებიან ალი ნაზარი, Nazar Holding-ის მფლობელი და რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ის ხელმძღვანელი, რაც ხაზს უსვამს ახალი შოურუმის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში და ადასტურებს საქართველოს, როგორც ლუქსკლასისა და მაღალი წარმადობის ავტომობილების ბაზრის ძლიერ პოტენციალს.

ალი ნაზარი, Nazar Holding-ის მფლობელი:

„დღეს ჩვენ ვხსნით არა უბრალოდ შოურუმს – ჩვენ ვხსნით დაპირებას: შევუთავსოთ Ferrari-ს მარადიული ღირებულებები თანამედროვე, ზუსტ და პერსონალიზებულ მომსახურებას. თბილისი იმსახურებს Ferrari-ს უმაღლესი დონის გამოცდილებას“.

რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი:

„Ferrari Tbilisi-ს გახსნით ჩვენ ვაძლიერებთ ბრენდის არსებობას პარტნიორთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენს სტანდარტებსა და ხედვას. მომხმარებლები Ferrari-ს სრულყოფილებას არა მხოლოდ ჩვენს ავტომობილებში, არამედ თითოეულ ურთიერთქმედებაში იგრძნობენ“.

FERRARI APPROVED

Ferrari Approved არის Prancing Horse-ის ოფიციალური სერტიფიკაციის პროგრამა მეორადი ავტომობილებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Ferrari-ის ოფიციალური სერვისცენტრების ქსელში. პროგრამა ვრცელდება Ferrari-ის იმ ავტომობილებზე, რომლებიც არ არის პირველადი გაყიდვის და რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 14 წლისაა.

Ferrari Approved-ის სერტიფიკაციის მისაღებად ავტომობილები გადიან 200-ზე მეტ დეტალურ შემოწმებას, მოწმდება სერვისის ისტორია და ტარდება ინტერიერისა და ექსტერიერის საგულდაგულო მომზადება. პროგრამა ასევე მოიცავს ქარხნულ გარანტიას 24 თვემდე ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში (დანარჩენ ქვეყნებში — 12 თვე), აგრეთვე 24-თვიან საგზაო დახმარებას ევროპაში (დანარჩენ ქვეყნებში — 12 თვე)*. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართვით მომხმარებლები იღებენ The Official Ferrari Magazine-ის ერთწლიან გამოწერას.

FERRARI-ს შესახებ:

Ferrari არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუქბრენდი, რომელიც მოიცავს სარბოლო, სპორტულ და Lifestyle მიმართულებას. ამ სამ მიმართულებაში მისი ემბლემა, Prancing Horse ექსკლუზიურობის, ინოვაციისა და მაღალი წარმადობის სიმბოლოა.

ბრენდის მემკვიდრეობა და გლობალური აღიარება მჭიდროდ არის დაკავშირებული Formula 1-ის გუნდთან – Scuderia Ferrari-სთან, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. 1950 წლიდან Scuderia Ferrari-მ მოიპოვა კონსტრუქტორთა 16 და პილოტთა 15 მსოფლიო ტიტული.

იტალიის ქალაქ მარანელოში მდებარე სათავო ოფისიდან Ferrari ქმნის მსოფლიოს ყველაზე საკულტო და ცნობილ სპორტულ ავტომობილებს, რომლებიც წარმოდგენილია 60-ზე მეტ ბაზარზე. Lifestyle მიმართულებით კი Ferrari ქმნის პერსონალურ ლუქსპროდუქციას, საკოლექციო გამოშვებებსა და გამოცდილებებს, რომლებიც ბრენდის სტილსა და სულისკვეთებას ასახავს.

NAZAR Holding-ის შესახებ:

Nazar Holding არის წამყვანი საავტომობილო ჯგუფი 46-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია სანდოობითა და მომხმარებელთა მაღალი კმაყოფილებით. საქართველოში ჯგუფი უზრუნველყოფს პრემიუმკლასის გაყიდვებისა და შემდგომი მომსახურების სერვისებს, რაც გრძელვადიან ურთიერთობებში ეფუძნება ხარისხს, ექსპერტიზასა და ზრუნვას

დღეს Nazar Holding ოპერირებს ბაქოში, აზერბაიჯანში მდებარე ცენტრალური ოფისით, რომელიც 2004 წლიდან ჯგუფის ოპერაციულ ჰაბს წარმოადგენს. ბაქოს ლოკაცია Ferrari-სთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფი აქ ახორციელებს გაყიდვებს, შემდგომ მომსახურებას, ტექნიკურ დახმარებასა და სარემონტო სამუშაოებს.

[R]

რა განსაზღვრავს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობას?

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად