in

“პირველი ქართული ტესტ დრაივი დუბაიდან – ქართული იუთუბის ახალი ეტაპი” – ნიკა აბაშიძე

ავტომიმოხილვები, დიდი ხანია, მთელ მსოფლიოში, მანქანის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საქართველოში, ეს სფერო, ბოლო 3 წლის მანძილზე, ძალიან განვითარდა. იმდენად, რომ „ავტორევიუერები“ ქვეყნის ფარგლებსაც გაწვდნენ. „ქარუს“, „ქარუსელისა“ და ნიკას ავტობლოგის დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელს რაიმე ახალი სჭირდებოდა. ამიტომ, Ferrari-ს გადასაღებად, დუბაის ეწვია.

ავტოგარჩევები ძალიან მაგარი „კონტენტია“, მომხმარებელი ბევრ ინფორმაციას იღებს, ან –  ერთობა. ჩემი ვიდეოები, ძირითადად, გასართობადაა, რადგან ეს ჩემი ჰობია და მეც უბრალოდ ვერთობი. Ferrari, ბავშვობიდან, ჩემი საყვარელი ბრენდია. ამიტომ მინდოდა, ის განსაკუთრებულ გარემოში გადამეღო – უდაბნოში. ჩემი აზრით, ტესტ დრაივებისთვის მოგზაურობა ამ სფეროს შემდეგი ეტაპია და სხვა ტესტ დრაივერებიც მალე მსგავს ვიდეოებს შესთავაზებენ თავიანთ მაყურებლებს“, – ამბობს ნიკა.

 

[R]

Gallery Artbeat-ში გამოფენა “მე რო ლექსი დავწერე” იხსნება

ევრო 2020, იტალიური ფეხბურთისა და სერია ა-ს დომინაცია