თუმცა მარტო არ გეგონოთ, ამ ამბავში ინდუსტრიაში წამყვანი Bang & Olufsen დაიხმარა და, მასთან ერთად, მომხმარებლებს ახალი კოლექცია შესთავაზა — აუდიო-ვიზუალური პროდუქტების ტრიო: Beolab 50 Speaker, Beosound Theatre Soundbar და Beovision Theatre TV დახვეწილ დიზაინს Ferrari-ისგან, ხოლო აკუსტიკურ ძალაუფლებას Bang & Olufsen-ისგან იღებს.
გასაკვირი არ არის, რომ ახალი კოლექციის თითოეულ ნივთს ფერარისთვის დამახასიათებელ Grigio Corsa-ს ფერში ვხედავთ, სადაც მთავარი აქცენტი ბრენდის წითელ ხაზებზე კეთდება. ამგვარად, ვიზუალური ჰარმონია ისეთივე თვალშისაცემი ხდება, როგორც მათ მიერ შემოთავაზებული ხმა.
Beolab 50 Ferrari Edition ალუმინის ფირფიტებითაა დაფარული, რითაც ფერარის საკულტო გვერდით დეტალებს მოგაგონებთ. ხოლო დინამიკის ადაპტაციური აუდიო ტექნოლოგია ინდივიდუალური მსმენელების საჭიროებებსაც აკმაყოფილებს და ხმით მთლიანი ოთახის დაფარვაც შეუძლია. თავზე არსებული დეტალი კი წითელი აკუსტიკური ლინზაა, რომელზეც ფერარის Prancing Horse-ის ლოგოს ვხედავთ.
რაც შეეხება Beosound Theatre Soundbar-ს, 12 დრაივერს აერთიანებს და Dolby Atmos-ის შესაძლებლობებსაც გვთავაზობს თავისივე Grigio Corsa-ს ალუმინის ჩარჩოში. ხოლო ახალი კოლექციის მესამე პროდუქტი Beovision Theatre TV გახლავთ, რომელიც სამ ზომაში იქნება ხელმისაწვდომი: 55″, 65″ და 77″. 4K OLED ეკრანიც აქვს და Dolby Atmos-ის ხმაც იმერსიული გამოცდილებისთვის.
ორივე ბრენდი ალუმინის ერთგული რჩება, რომელიც მთავარი ელემენტია ფერარის მანქანის შასისა და Bang & Olufsen-ის დინამიკებისთვის. ეს რომ აერთიანებთ კოლექციის დიზაინშიც მარტივად შესამჩნევია. თუმცა არც იაფი სიამოვნებაა, ფასი 18 000-დან 95 000 დოლარამდე მერყეობს.