in

Ferrari x Ray-Ban Meta-ს ჭკვიანი სათვალე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა

ამბავი ასეთია — Miami Race Week-ისთვის Ferrari, Ray-Ban და Meta გაერთიანდნენ. კოლაბორაცია კი ჭკვიანი სათვალის შექმნას მოიცავდა, რომელსაც ახლა შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 1000 ცალს გვთავაზობენ. Shiny Garage Blue-ის ჩარჩოთი დაამზადეს, რომელიც Scuderia Ferrari-ის ფერებს ირეკლავს და შესაბამისი ლოგოც აქვს დატანილი.

ამასთან, Ferrari-ის ჭკვიანი სათვალე უახლეს მეტა ტექნოლოგიას მოიცავს, მათ შორის მაღალ რეზოლუციას, 12-მეგაპიქსელიან კამერას რბოლის დღეზე მომენტების აღსაბეჭდად და აუდიოს, რათა ძრავების ხმაც არ გამორჩეთ მის მფლობელებს… როგორც ვიგებთ, იგი WhatsApp-ისა და Messenger-ის ვიდეოზარებსაც უკავშირდება. 

ხოლო ჭკვიანი სათვალის კონტროლი, ხელების გარეშე, Hey Meta-ს ხმოვანი ასისტენტის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს სათვალესთან ინტერაქცია მარტივი ხმოვანი ბრძანებებით შეუძლიათ. საინტერესოა ისიც, რომ არსებულ ფუნქციებს Meta AI კიდევ ერთ სიახლეს ამატებს, ობიექტების იდენტიფიკაციას გვთავაზობს, ტექსტების თარგმნასა და ინფორმაციების რეალურ დროში მოწოდებას, რაც Ray-Ban-ის ესთეტიკით არის შეფუთული. 

ბრენდისთვის უფრო რთულია სახელის შერჩევა თუ შვილისთვის? ქართველი მარკეტერები ნეიმინგის სერვისის შესახებ

ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც კონტენტის მართვაში დაგეხმარებათ