3 წლის შემდეგ Ferrero Rocher დებიუტისთვის მზად არის — იგი პრემიუმ შოკოლადის ფილებს უშვებს! დიახ, სახელგანთქმულმა შოკოლადის ქარხანამ ოქროს ბურთები შოკოლადის ფილებად გადააქცია და გულშემატკივრებს 4 ახალი გემოც შესთავაზა — რძიანი და შავი შოკოლადი თხილითა და კაკაოთი, თეთრი შოკოლადი თხილით, რძიანი შოკოლადი თხილითა და ნუშით.
თუმცა სანამ აქამდე მივიდოდნენ 50-კაციანმა ჯგუფმა 300-მდე რეცეპტი გამოცადა, რათა ეპოვათ „გემოვნებისა და ტექსტურის ბალანსი საუკეთესო ხარისხის შოკოლადის ფილისთვის“.
რახან ოქროსფერი შეფუთვა ბრენდის ხელწერად იქცა, ფილებიც ამ ფერში იქნება წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ ფერეროს ოქროს ბურთების პატივსაცემად, ფილებზე გუმბათოვანი ფორმები იქნება დამაგრებული.
„შეფუთვა ასახავს ჩვენს მომხმარებლებსა და ყველაფერს, რასაც ისინი პრემიუმ შოკოლადის შეთავაზებაში ეძებენ. ეს ოსტატობა ნამდვილად შეუდარებელია“, — ამბობს მარკ უეიკფილდი, პრემიუმ შოკოლადის უფროსი ვიცე პრეზიდენტი.