ზოგჯერ ვუყურებთ ცნობილი ბრენდის ხარისხიან პროდუქტებს და ეს ყველაფერი ჩვენთვის თანამედროვეო ტექნოლოგიური მიგნებების ანარეკლია. ძნელად წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ პროდუქტი, რომელიც ჩვენ წინაშე ამ სახით არის წარმოდგენილი ათწლეულების ან შესაძლოა, ასწლეულების განმავლობაშიც კი ვითარდებოდა. ამჯერად, სანამ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ ერთ-ერთ ასეთ სპორტულ ბრენდზე გიამბობთ.
ეს ამბავი, 1870 წელს, ტურინში დაიწყო, როდესაც ჩეზარე ფერინოს აზრად მოუვიდა წყალგაუმტარი ქსოვილი დაემზადებინა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ უმოკლეს დროში დაიპყრობდა იტალიელების გულს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქსოვილის შექმნის შემდეგ, წყალგაუმტარი ტენტები შექმნა, რაც ალპინისტებისთვის იყო განკუთვნილი. მისი ერთ-ერტი პირველი მომხმარებელი ახლადდაარსებული Fiat იყო.
ასეთი პროდუქტის შექმნის შედეგად, მთამსვლელობის სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა. ტექნოლოგია და კვლევა Ferrino-ს უცვლელ ნაწილად იქცა და კომპანიამ სალაშქრო კარავი შექმნა – ეს იყო პირველი პროდუქტი, რომელიც მასწარმოებაში ჩაეშვა. Neghelli-ის ტენტს იყენებდნენ ექსპედიციებში მისიონრები, გეოგრაფები და მოგზაურები. მათ შორის იყო ალბერტო მარია დე აგოსტინი, რომელმაც პატაგონიასა და ტიერა დელ ფუეგოში სამოგზაუროდ წაიღო Ferrino-ს კარავი.
1940-იანი წლებისთვის, Ferrino-ს ტექნოლოგია რეკორდული სისწრაფით ვითარდებოდა. ამ დროისათვის შეიქმნა აპლური კარავი, Triplex ქსოვილით, რომელიც ყველა სახის ქარისა და ექსტრემალური ამინდისთვის იყო გათვალისწინებული. მომდევნო ოცი წლის მანძილზე, ბრენდმა სრულიად ახალი თაობის სამოგზაურო ინვენტარი შექმნა. 21-ე საუკუნის დასაწყისში, Ferrino-მ დააპროექტა M.L.H Evolution კარავი, რომელთაც მაიკ ჰორნმა მარტომ გადალახა ანტარქტიკა, 20,000 კილომეტრი 20 თვის განმავლობაში, -15-დან -70-მდე გრადუსის პირობებში.
Ferrino-მ შეძლო და საკუთარი პროდუქტები გამოცადა სპალეოლოგებთან და გეოგრაფებთან ერთად, პლანეტის ყველაზე მიუღწეველ და რთულ ადგილებში.
2013 წელს, Ferrino-მ გადაწყვიტა შეექმნა ტანსაცმლის ასორტიმენტი, რომელიც განკუთვნილი იყო ცოცვისათვის. ის ორიენტირდა ახალგაზრდა სეგმენტზე. კლდეზე ცოცვაში ჩემპიონ მარციო ნარდთან თანამშრომლობის შედეგად, დაიბადა Rock Slave ხაზი, რომელიც ახალგაზრდულ ხარისხიან პროდუქტებს აერთიანებს.
მისი მხარდაჭერით, ბრენდამბასადორმა კალა სიმენტიმ კომუნიზმის მთის მწვერვალი დალაშქრა და გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც „თოვლის ლეოპარდის“ ტიტული მიიღო. ეს ჯილდო განკუთვნილი იყო ისეთი მთამსვლელებისთვის, რომლებმაც 7000-მეტრიანი მყინვარის ხუთივე მწვერვალი დალაშქრეს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.