in

ადამიანებმა, რომლებიც ფერებს ვერ არჩევენ, წითელი დაინახეს!

მოხალისეთა პატარა ჯგუფმა, რომელთაც ფერთა სიბრმავე აერთიანებდათ, ე. წ. ბადურის გენური თერაპიის გავლის შემდგომ პირველად ფერის დანახვა შეძლეს! რა მშვენიერი ამბავია, არა? თან თუ გავიხსენებთ იმას, რომ აქრომატოპსია ყოველი 30 000 ადამიანიდან ერთს სჭირს, რის გამოც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სინათლის ცვლილებებს ხედავენ და არა, ჩრდილებსა თუ ტონებს. მხოლოდ ერთი გენის მუტაციის გამო ირღვევა ფუნქცია, რომელიც ფერების აღქმაზეა პასუხისმგებელი.

M2
M2

აქამდე ამის  განკურნების გზა არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით სპეციალურ სათვალეებსა და კონტაქტურ ლინზებს. თუმცა ისრაელელ მკვლევრებს დააინტერესათ, რამდენად შეძლებდნენ ფერთა სიბრმავის განკურნებას ამ დაზიანებული გენის ფუნქციური ასლების კონუსის უჯრედებში ჩასმით და ასეც მოიქცენენ. 

შედეგებიც საოცარი აღმოჩნდა — ექსპერიმენტის მონაწილე სამმა ზრდასრულმა და ერთმა ბავშვმა პროცედურის შემდგომ წითელი ფერი დაინახეს, თუმცა არც ისე კარგი ხარისხით. მათ შეეძლოთ მუქ ფონზე წითელი ხაზების განსხვავება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამ დამაიმედებელი პროგრესისა, აღმოაჩინეს, რომ ის უჯრედები, რომლებიც პერიფერიული და დაბალი სინათლის ხედვაზე იყო პასუხისმგებელი, ხელს უშლიდა მონაწილეთა უნარს, სრულად აღექვათ ფერები.

და რას ამბობენ მონაწილეები? როცა სთხოვეს, აღეწერათ, როგორი იყო თავიანთი პირველი წითელი ფერი, უპასუხეს, რომ ამისთვის შესაბამისი სიტყვები არ არსებობდა… შთამბეჭდავია ისიც, რომ ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტები ზუსტად ისე რეაგირებენ წითელ ფერზე, როგორც თავდაპირველად. 

რა ზიანი მოაქვს ბრენდისთვის განმეორებით რეკლამას

CALEN AI: „სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია, მზად იყვნენ შეცდომებისთვის და ისწავლონ მათზე“