in

ნახეთ: ფერწერულ ნამუშევრებში სიმფსონების პერსონაჟები გამოჩნდნენ

არტისტმა 2020 წელს Fine Art Simpsons სახელწოდებით სერიალიც კი შექმნა

ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სიმფსონების სახვით ხელოვნებაში მონაწილეობა? თუ ეს ასეა, თქვენს ცნობისმოყვარეობას კანადაში მცხოვრები არტისტი დააკმაყოფილებს, რომელმაც მხატვრობასა და ანიმაციურ სერიალს შორის კრეატიული კავშირი წარმოაჩინა.

fine_art_simpsons – ინსტაგრამზე ამ სახელით ცნობილი ანგარიშის მფლობელი ფერწერულ ნამუშევრებში ისტორიულ ფიგურებს სიმფსონების პერსონაჟებით ანაცვლებს. მაგალითად, ბარტსი, როგორც ჯექსონ პოლოკი, ბაბუა და მონა ამერიკული გოთიკის გმირები…

არტისტმა 2020 წელს Fine Art Simpsons სახელწოდებით სერიალიც კი შექმნა. “ვფიქრობდი, რომ სახალისო იქნებოდა კლიმტის კოცნისა და ჰოკუსაის დიდი ტალღის სიმპსონების ნაცნობ სცენებთან შერწყმა. მეგობარმა ეს ნამუშევრები ნახა და ინსტაგრამ ანგარიშის შექმნისკენ მიბიძგა. მას შემდეგ ბევრად მეტი გავიგე ხელოვნების შესახებ, ვიდრე ოდესმე სამხატვრო სკოლაში გამიგია. ასე რომ, მართლაც კარგად ვატარებ დროს ვიზუალური და თემატური მსგავსებების პოვნისას”. 

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი