in

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება

„23 მაისს, 12:00-დან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, პირველად საქართველოში, Festival of Speed გაიმართება. ეს იქნება ყველაზე დიდი, კლასიკური ავტომობილების გამოფენა-ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Historic Vehicles Association.“

BOG
BOG

Porsche Club Georgia-ს პრეზიდენტი და ღონისძიების ორგანიზატორი ლაშა ნარსია ამბობს, რომ მათი მიზანი, რეგიონში, საავტომობილო ფესტივალის კულტურის დანერგვაა.

„საქართველოში პირველად ტარდება მსგავსი ტიპის და მასშტაბის საავტომობილო ფესტივალი, რისი მიზანიც არის მთელს რეგიონში დანერგოს ამ ტიპის ღონისძიებების კულტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საავტომობილო კულტურის ისტორიული ნაწილის ჩამოსაყალიბებლად, ისე საზოგადოებაში, ჯანსაღი, სპორტული და გასართობი ღონისძიების გამართვის ტრადიციის დასამკვიდრებლად“, – ამბობს ლაშა ნარსია. 

Festival of Speed 3 ნაწილად დაიყოფა, იქნება საგამოფენო, სარბოლო და გასართობი სივრცეები:

საგამოფენო სივრცე

ავტოდრომზე ე.წ. Padock-ის ტერიტორიაზე მოეწყობა, უნიკალური და იშვიათი ავტომობილების გამოფენა, რომელთა დათვალიერებაც სტუმრებს შეეძლებათ.

სარბოლო სივრცე 

რბოლა გაიმართება ავტოდრომზე Time Attack ის რეჟიმში, ყველა ეპოქის ავტომობილებთან ერთად, პირველად წარმოდგენილი იქნება Historic კლასი, რომელიც ასევე საუკეთესო დროისათვის იბრძოლებს.

გასართობი სივრცე

ადგილზე დაგხვდებათ მუსიკალური, კვებისა და Gymkhana-ს ზონები და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგცემთ.

„მაყურებლებისათვის დასწრება სრულიად უფასოა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა Covid 19-ის რეგულაციის დაცვა.

ფესტივალის მხარდამჭერი და პარტნიორია Myauto, სწორი საავტომობილო კულტურის განვითარებისა და ავტოსპორტის ხელშეწყობისათვის“.

 

[R]

Mytravel – ახალი პლატფორმა, რომელიც უძრავი ქონების გაქირავებას გაგიმარტივებთ

რუსო აბზიანიძე – #პირველისამსახური