in

15-16 ოქტომბერს კახეთი ფესტივალზე გელოდებათ – „ჯაზი და ღვინო კახეთი“

კახეთი მეექვსედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელსაც წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები. კახეთს, 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელთან ერთად, ამერიკელი მეღვინე, ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan) სტუმარ-მასპინძლებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება. წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის  ფესტივალი 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.

  • 15:00 – ამფითეატრი – ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ.
  • 20: 00 – ბოლრუმში გაიმართება ამერიკელი კომპოზიტორისა და პიანისტის კაილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი.
  • 22:00 – ამფითეატრის სცენაზე კი გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარსდგება, რომელიც წელს, 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში, სტუმრობს წინანადალს.
  • ფესტივალის დიჯეი – დათუნა მაჩაიძე
  • წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“. 16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. ცნობისთვის კაილი ოდოერტი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი

  • ოფიციალური სპონსორი ვიზა
  • სპონსორი კომპანიები: პორშე, აპარტ დეველოპმენტი
  • მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო
  • მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი
  • ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: marketer.ge, TVიმედი, რადიო ფორტუნა, ალმა
  • ტექნიკური მხარდამჭერები: საუნდ სითი და ემ ეს ლაითსი
  • მსურველთათვის ბილეთების შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე: TKT.GE.

როგორ იცვლება მონეტებისა და მარკების დიზაინი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ?

ჰაბლმა ვარსკვლავების „მორევი“ აღმოაჩინა — ეს ადრეული სამყაროს შესწავლის გზაა