in

ფესტივალი ZEIMI – თიბისი ემიგრანტებისთვის ქართული კულტურის დღესასწაულს აწყობს

თიბისი ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ქართულ დღესასწაულს მოაწყობს. ღონისძიება 30 აგვისტოს ბრუკლინში, სერფ ავენიუზე გაიმართება. ფესტივალი ZEIMI ერთ სივრცეში შეკრებს ქართულ ღვინოს, სამზარეულოს, მუსიკასა და მცირე მეწარმეებს. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ნიუ-იორკში შეექმნათ ღია, ცოცხალი გარემო, სადაც ამერიკელი სტუმრები თანამედროვე საქართველოს აღმოაჩენენ, აქ მცხოვრები ქართველები და მათი შვილები კი საკუთარ კულტურასა და ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს იპოვნიან. ინიციატივის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ფესტივალის გარდა, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაუმჯობესებულ ციფრულ საბანკო სერვისებთან ერთად, საერთო საფესტივალო სივრცეების შექმნას უფრო აქტიურად გეგმავს. როგორ დაიგეგმა ფესტივალი, რა ელოდებათ სტუმრებს ბრუკლინში და რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი ქართველი მეწარმეებისთვის, ორგანიზატორი ვახო ბიჭიკაშვილი, თიბისის ემიგრანტების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ხომასურიძე და აშშ-ში მცხოვრები სოფო ჩიხლაძე გვიყვებიან.

M: ნიუ-იორკში ქართული ღონისძიებები აქამდეც ჩატარებულა – რა არის ZEIMI-ს მთავარი კონცეფცია და რით განსხვავდება ის წინამორბედებისგან?

ვახო: ნიუ-იორკში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ქართული ღონისძიება გამართულა და თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა სრულფასოვანი საფესტივალო სივრცე, სადაც საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით იქნებოდა წარმოდგენილი.

ZEIMI – Georgian Food & Wine Festival ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არ არის აგებული. მისი მთავარი კონცეფციაა ქვეყნის წარმოჩენა ყველაზე ძლიერი და ბუნებრივი ენით. სტუმარმასპინძლობით, გემოებით, ღვინით, მუსიკითა და ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენი მიზანია, სტუმარი რამდენიმე საათით გასართობად კი არ მოვიდეს და საქართველო მხოლოდ სცენიდან დაინახოს, არამედ თავად გახდეს ამ ცოცხალი, თანამედროვე და მდიდარი ტრადიციების მქონე კულტურის ნაწილი.

ამასთანავე, არ გვინდოდა, ZEIMI მხოლოდ ქართული სათვისტომოსთვის შექმნილი დახურული ღონისძიება ყოფილიყო – ის ქართული კულტურის ღია კარია ნიუ-იორკში, სადაც თანაბრად ველოდებით როგორც ჩვენს ემიგრანტებსა და მათ ახალ თაობას, ისე ამერიკელებს, ტურისტებს, გასტრონომიით დაინტერესებულ აუდიტორიას, მედიასა და სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალებს.

M: როგორ გაერთიანდა ერთ სივრცეში გასტრონომია, ღვინო, მუსიკა და მცირე მეწარმეობა და რა გამოცდილება ელით სტუმრებს ფესტივალზე?

ვახო: ფესტივალის სივრცე სხვადასხვა თემატურ ზონად დავყავით, სადაც სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს კერძები და ღვინო, გაეცნოს მცირე მეწარმეებს, შეიძინოს ხელნაკეთი ნივთები და მოუსმინოს მუსიკალურ პროგრამას. ჩვენ უბრალოდ მონაწილეები კი არ შევკრიბეთ ერთ ტერიტორიაზე, არამედ შევქმენით ერთი საერთო ამბავი საქართველოზე, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც თითოეული მეღვინე, რესტორანი და ხელოვანია.

გიორგი ხომასურიძე: ZEIMI ჩვენთვისაც, პირველ რიგში, არის სივრცე, სადაც ქართველები ერთმანეთს ხვდებიან, საკუთარ კულტურულ ღირებულებებს აზიარებენ და ქვეყნის პოპულარიზაციის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა.

გვინდა, პირისპირ შევხვდეთ ემიგრანტებს, მოვუსმინოთ მათ და კიდევ უფრო გავამყაროთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ყოველდღიურად ვმუშაობთ. მთელი დღის განმავლობაში თიბისის სტენდთან სტუმრებს საინტერესო აქტივობები და სასიამოვნო გამოცდილება დახვდებათ. მთავარი კი ის არის, რომ ფესტივალი გვაძლევს საშუალებას, უშუალოდ გავხდეთ იმ გარემოს ნაწილი, რომელიც ქართულ დიასპორას აერთიანებს.

M: რა საჭიროებები იკვეთება ემიგრანტებთან ურთიერთობისას და როგორ პასუხობს ამას „თიბისი ემიგრანტებისთვის“ და ZEIMI-ს პარტნიორობა?

გიორგი ხომასურიძე: ემიგრანტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაჩვენებს, რომ მათი საჭიროებები მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ უკავშირდება. საქართველოდან შორს მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, ერთდროულად შეინარჩუნონ კავშირი ოჯახთან, მართონ ფინანსები, იზრუნონ მომავალზე და გაუმკლავდნენ უამრავ ყოველდღიურ გამოწვევას.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ დისტანციურად და მარტივად მიიღონ ის საბანკო მომსახურება, რისთვისაც ადრე ფილიალში მისვლა იყო საჭირო. სწორედ ამიტომ შევქმენით გამოცდილება, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სულ რაღაც 30 წამშია შესაძლებელი ანგარიშის გახსნა, ფინანსების მართვა და საბანკო პროდუქტებით სარგებლობა. ამავდროულად, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშობლოსთან, კულტურასთან და თანამემამულეებთან ემოციური კავშირის შენარჩუნება, რის გამოც ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ საბანკო სერვისებით არ შემოიფარგლება.

ვახო: ემიგრაციაში განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც შენს ენას, მუსიკას, გემოებსა და კულტურას ხვდები. ZEIMI ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი დღით კვლავ ძალიან ახლოს იგრძნონ საქართველო, გაიცნონ ერთმანეთი და შვილებსაც გაუზიარონ საკუთარი ფესვები. გვინდა, ქართულმა სათვისტომომ საკუთარი თავი დაინახოს როგორც აქტიურმა, ძლიერმა და შემოქმედებითმა საზოგადოებამ, რომელსაც შეუძლია თავისი კულტურა ღირსეულად წარუდგინოს ნიუ-იორკს.

ამ კონტექსტში თიბისის პარტნიორობა არის მკაფიო გზავნილი, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძალაა. ZEIMI და „თიბისი ემიგრანტებისთვის“ სწორედ იმ იდეის გარშემო ერთიანდება, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს საქართველოსთან კავშირი გაუმარტივდეთ და ჰქონდეთ განცდა, რომ მათ შრომას, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებენ.

M: სოფო, თქვენთვის, როგორც აშშ-ში მცხოვრები ქართველისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ნიუ-იორკში ისეთი ფესტივალის ჩატარებას, როგორიცაა ZEIMI?

სოფო: მრავალი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, რამდენად განსაკუთრებულია თითოეული შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა საკუთარ საქმესა და პასუხისმგებლობებში ვართ ჩართული, ამიტომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ZEIMI ჩემთვის არის ადგილი, სადაც შეგიძლია შეხვდე თანამემამულეებს, მოისმინო ქართული მუსიკა, დააგემოვნო ქართული კერძები და კიდევ ერთხელ იგრძნო ის გარემო, რომელიც საქართველოს გახსენებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ქართულ კულტურას უცხოელ სტუმრებსაც აცნობს და აჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა საქართველო.

M: თუ გეგმავთ თიბისის აქტივობებში მონაწილეობას და რა ტიპის სერვისი ან გამოცდილება იქნებოდა თქვენთვის, როგორც ემიგრანტისთვის, რეალურად გამოსადეგი?

სოფო: რა თქმა უნდა, ვგეგმავ ფესტივალზე თიბისის სტენდის მონახულებას. უკვე დიდი ხანია თიბისის მომხმარებელი ვარ და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ის იყო, რომ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საბანკო საკითხების მოგვარება მარტივად შემეძლო.

ემიგრანტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ისეთი სერვისები, რომლებიც დროს ზოგავს და საქართველოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ყოფნის მიუხედავად, ყოველდღიური საბანკო ოპერაციების მარტივად შესრულების საშუალებას გაძლევს. პირადად მე სწორედ ამ კომფორტს ვაფასებ ყველაზე მეტად.

ფესტივალზეც საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა სიახლეებს და აქტივობებს ამზადებს თიბისი. კარგია, როდესაც მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში კომპანიები არა მხოლოდ საკუთარ მომსახურებას გვაცნობენ, არამედ რეალურად გვხვდებიან და გვაჩვენებენ, რომ ემიგრანტების საჭიროებები მათთვის მნიშვნელოვანია. მადლობა თიბისის!

M: რა შესაძლებლობებს უხსნის ეს პლატფორმა ქართველ მცირე მეწარმეებს?

გიორგი ხომასურიძე: მსგავსი ფესტივალები ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ ქართველმა მეწარმეებმა, ხელოვანებმა და მცირე ბიზნესებმა საკუთარი საქმიანობა ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.

როდესაც ერთ სივრცეში იყრიან თავს როგორც ქართველები, ისე უცხოელი სტუმრები, მცირე ბიზნესისთვის ჩნდება ახალი კონტაქტების დამყარების, მომხმარებლების მოზიდვისა და ცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსი. ZEIMI-ს მიერ კულტურის, ბიზნესის, მეწარმეობისა და დიასპორის გაერთიანება პირდაპირ უწყობს ხელს ქართული პროდუქტისა და ბრენდების საერთაშორისო პოპულარიზაციას.

M: გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გავლენა ექნება ZEIMI-ს ქართული დიასპორის გაძლიერებასა და ქვეყნის პოპულარიზაციაზე?

ვახო: ჩვენ ZEIMI-ს არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ ერთდღიან ღონისძიებას. გვინდა, ის ჩამოყალიბდეს ყოველწლიურ, მზარდ საერთაშორისო პლატფორმად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქართული რესტორნების, მარნების, ხელოვანებისა და მცირე მეწარმეების ცნობადობის ზრდას, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და ქართული პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებას.

გვსურს, მომავალში ფესტივალის გეოგრაფია გაფართოვდეს და მხოლოდ ნიუ-იორკით არ შემოიფარგლოს. მთავარი მიზანი კი უცვლელია: საქართველო წარმოვაჩინოთ თანამედროვე, მრავალფეროვან და ღირსეულ ქვეყნად. თუ რამდენიმე წლის შემდეგ უცხოელი სტუმარი ქართულ ღვინოს, სამზარეულოს ან ხელოვანს სწორედ ZEIMI-ს მეშვეობით აღმოაჩენს, ხოლო ემიგრაციაში გაზრდილი ქართველი ბავშვი საკუთარი იდენტობით კიდევ უფრო იამაყებს, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი შედეგი იქნება.

გიორგი ხომასურიძე: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ადამიანებს შორის შექმნილი ხანგრძლივი კავშირები იქნება. საფესტივალო დღე დასრულდება, მაგრამ ურთიერთობები წლების განმავლობაში გაგრძელდება.

ZEIMI სხვადასხვა თაობის ქართველებს აძლევს საშუალებას, გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ გამოცდილება, გააძლიერონ კავშირი სამშობლოსთან და შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა. გვჯერა, რომ ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდება და ქართული დიასპორის ერთიანობისა და გაძლიერების მძლავრ საყრდენად იქცევა.

სოფო: ვფიქრობ, ყველაზე დიდი ღირებულება ის იქნება, რომ დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი და მეტად შეკრული ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდება. როდესაც ადამიანები ყოველ წელს იკრიბებიან, ჩნდება ახალი ნაცნობობა, მეგობრობა, საქმიანი კავშირები და ურთიერთობები, რომლებიც ფესტივალის დასრულების შემდეგაც გრძელდება. 

ეს ღონისძიება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის. ბევრი ბავშვი და მოზარდი უკვე ამერიკაში იზრდება და მსგავსი ღონისძიებები ეხმარება მათ ქართული კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის უკეთ გაცნობაში. 

თუ ZEIMI ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა, ვფიქრობ, ის გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები მოუთმენლად დაელოდებიან. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთი არ დავკარგოთ, უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს და ამავდროულად საქართველო კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.

[R]

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

2025 წლის ყველაზე პოპულარული ემოჯი „ტირილი” აღმოჩნდა