in ,

უჩვენე ძალადობას წითელი ბარათი! – CMD–ის კამპანია #ShowViolenceTheRedCard

ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, პერუ ქალებზე ძალადობის მაღალი მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს. პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და რთული, მიუხედავად მრავალი სოციალური კამპანიისა, მისი გამოსწორება, სამწუხაროდ, მაინც ვერ ხერხდება. სამაუწყებლო კომპანია CMD–მ გადაწყვიტა თავადაც ეცადა ძალები და წამოიწყო ახალი კამპანია #ShowViolenceTheRedCard.

პერუში Estadio Naciona-ის სტადიონზე, სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო რაუნდების შესარჩევი თამაში ჩატარდა პერუსა და ეკვადორს შორის. თამაშის დაწყებამდე, სტადიონზე შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელევიზორის მილიონობით მაყურებელმა საკმაოდ უჩვეულო და უცნაური რამ იხილა. აღტაცებული ხალხის მასაში მოულოდნელად ქალბატონები ჩნდებოდნენ, რომლებსაც სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. მათ გამოხედვასა და გამომეტყველებაში ტანჯვა და ტკივილი იკითხებოდა. ყოველ მათგანს ხელში დიდი ფურცელი ეჭირა, წარწერით #ShowViolenceTheRedCard.

 

სტადიონის დიდ მონიტორსა და ტელევიზორების ეკრანებზე გამოჩენილმა ამ უჩვეულო კადრებმა პერუს მოსახლეობა ნამდვილად გააოცა. არავინ ელოდა ფეხბურთის მატჩის წინ ასეთ “სიურპრიზს”.

CMD–მ საზოგადოების ყურადღების მიპრყობა ნამდვილად ეფექტურად მოახერხა. მთავარია, როგორი გაგრძელება და შედეგი ექნება კამპანიას.

ტაქსის მძღოლი და მგზავრები განსხვავებული ისტორიებით – Tangerine–ის საკრედიტო ბარათის რეკლამა

#მეტისღირსიხარ – როგორ გაგრძელდება „დირსის“ კამპანია?!