ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელსაც “მხოლოდ ბურთი და მოედანი” სჭირდება. მართალია, ბურთის ღირებულება ბევრი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან იაფია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარებადი სამყაროს დიდი ნაწილისთვის მისი ღირებულება ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს აღემატება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთის შიდა კამერა ხშირად სკდება ან იჩუტება და გასაბერ ტუმბოს საჭიროებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იაპონურმა დიზაინერულმა ფირმამ, Nendo, უცნაური საფეხბურთო ბურთი შეიმუშავა, რომელსაც არ სჭირდება გაბერვა და დაზიანების შემთხვევაში, შეგიძლიათ, უბრალოდ გამოცვალოთ კონკრეტული ნაწილი.
რეკრეაციული ბურთების კომპანია Molten-ისთვის შექმნილი ბურთები, სახელწოდებით My Football Kit, 54 ერთმანეთზე გადაჯაჭვული ნაწილისგან შედგება. მისი ინსპირაცია ტაკეამი ან ტრადიციული იაპონური ბამბუკის ქსოვა იყო.
მნიშვნელოვანია, რომ ორიგინალი ლოგოების დაბეჭდვის ან ბრენდის სპეციფიკური ფერების სქემების შემუშავების პოტენციალით, ბიზნეს მოდელი კომპანიებისა და ორგანიზაციების წვლილს ითვალისწინებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კლუბურ გუნდებში.
ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად გაიტანს კომპანია ინოვაციურ ბურთს ბაზარზე, ან რა იქნება მისი ღირებულება.