Pepsi-მ თავის მომხმარებლებს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. ბუენოს–აირესში Pepsi–ს სპეციალური მოედანი მოაწყვეს, რომლის ბოლოშიც “მეკარე – საჩუქრების გამცემი ყუთი” დააყენეს. პრიზები მანძილის მიხედვით დააწესეს, მაგალითად, ვინც გოლს 3 მეტრის მანძილიდან გაიტანდა, მას საჩუქრად Pepsi შეხვდებოდა, 6 მეტრიდან – ჩემპიონთა ლიგის მაისური, აი, თერთმეტმეტრიანზე კი, საოცნებო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი იყო დაწესებული.
რა თქმა უნდა, ყველა საჩუქარი დარიგდა, მაგრამ ყველაზე გახარებული ამ სპეცმოედნიდან ბილეთის მფლობელი ახალგაზრდა წავიდა.
გენიალურია, ასეთი მოტივაციის სანაცვლოდ, შეიძლება ჩემპიონთა გუნდიც გაწვრთნა.












