in ,

ფეხბურთის “ილეთები” კაბარეს რეპერტუარში – Lido–ს რეკლამა ფეხბურთის ფანებისთვის

ევროპის ჩემპიონატი ზენიტშია, ფეხბურთის გარდა კი პარიზში უამრავი სანახაობაა. ცნობილმა ფრანგულმა კაბარემ Le Lido ისეთი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომ ფეხბურთის ფანებიც კი არ დარჩებიან გულგრილი.

სააგენტო Heaven–მა Lido–ს წარმოდგენების სეზონი მართალაც ეფექტურად შეფუთა. იმისათვის, რომ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ფეხბურთის მოზღვავებული ფანების,  დაინტერესება გაზარდონ, ვიდეოებში კაბარეს მოცეკვავეები ფეხბურთის ილეთებს მთელი არტისტიზმით ასრულებენ. სანახაობა მართლაც თვალწარმტაცია. როგორც ჩანს, კაბარე  დაუვიწყარ წარმოდგენებსა და ემოციებს გპირდებათ.

 

ენის შესწავლის ქვეცნობიერი მეთოდი Langenscheidt–ისგან

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორსული ქალებისთვის ადგილის დასათმობად სპეციალური ნიშანი შეიქმნა