in

რომელს ამჯობინებენ მამები: ბავშვის მოვლას თუ ფეხბურთის ყურებას? პრინტ კამპანია

ესპანელი ქალბატონები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ სახლიდან გასვლა და ბავშვების მშვიდად, მამასთან დატოვება შეუძლიათ. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, როგორი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ესპანელი მამაკაცები ფეხბურთის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიყვარული ხშირად მამობრივ მზრუნველობასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სააგენტო Y&R-მა, სატელევიზო არხ beIN SPORTS-ისთვის, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ტრანსლაციას უზრუნველყოფს, ახალი პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერებზე ის მამები არიან გამოსახული, რომლებიც ბავშვის მეთვალყურეობას ამოფარებულები, სმარტფონში საყვარელ გუნდს გულშემატკივრობენ. ახალი კამპანია, ბრენდის იმ სიახლეს ეხება, რომელიც სმარტფონებში არხის შეუფერხებლად მიწოდებას გულისხმობს.

Cargon – „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული იდეა გადაზიდვების გასამარტივებლად

როგორ შევაჩეროთ გლობალური დათბობა? – ორიგინალური ბანერი სიდნეიში