18
Apr
2017

თვითმფრინავის ბილეთი საჩუქრად და დაუვიწყარი შოპინგი! – Foot Locker-ის სიურპრიზი

18 Apr 2017

Elit Electronics
Elit Electronics


როგორც წესი, როდესაც მაღაზიაში ფეხსაცმლის საყიდლად შევდივართ და ზომა ან მოდელი არ არის, სადმე ახლომდებარე ფილიალში გადავინაცვლებთ ხოლმე. ბუნებრივია, სასურველი ფეხსაცმლისთვის ქალაქში გადაადგილება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ნამდვილად უჩვეულოა, სპეციალურად ფეხსაცმლისთვის, სხვა ქვეყანაში გაფრენა. სწორედ, ასეთი წარმოუდგენელი სიურპრიზი შესთავაზა მაღაზიათა ქსელმა Foot Locker თავის მომხმარებელს. ერთ მშვენიერ დღეს, ბრენდის ქსელებში შესულ რამდენიმე მომხმარებელს, რომლებსაც Nike–ის ახალი AirMax 97–ის შეძენა სურდათ, მაღაზიის წარმომადგენლებმა, სრულიად მოულოდნელად, თვითმფრინავის ბილეთები გადასცეს და ფეხსაცმლის საყიდლად ნიუ–იორკში, ლონდონში, ამსტერდამში ან იტალიაში გაუშვეს. ამ არაჩვეულებრივ კამპანიაზე Foot Locker–მა სააგენტო BBDO–სთან ერთად იმუშავა და მომხმარებელს ნამდვილად დაუვიწყარი შოპინგი მოუწყო.

 

განხილვა