6
Jun
2019

Fiat Chrysler და Renault არ გაერთიანდება – გარიგება ჩაიშალა

6 Jun 2019

Fiat Chrysler-მა თავისი შეთავაზება უკან გაიწვია – კომპანია ფრანგულ Renault-ს აღარ იყიდის. გარიგება, რომელიც ავტომწარმოებელთა მსოფლიო ბაზარს შეცვლიდა, ჩაიშალა, ბრენდებმა კი ელექტრო ავტომობილების ლიდერობის შესაძლებლობა დაკარგეს. Fiat-ისა და Renault-ის შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.

Fiat Chrysler-ის ხელმძღვანელობის აზრით, ასეთი მსხვილი გაერთიანებისთვის, საფრანგეთში, ახლა შესაფერისი პოლიტიკური ვითარება და სტაბილურობა არ აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო, Renault-ის 15%-იანი წლის მფლობელი და კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერია. CNN-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმაურებამდე, ერთი დღით ადრე, საფრანგეთის მთავრობამ, Renault-ის დირექტორთა საბჭოს ორი კომპანიის გაერთიანებისთვის ხმის მიცემის გადადება თავად სთხოვა.

უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, შესთავაზებს თუ არა Fiat Chrysler, კიდევ ერთხელ, Renault-ს გაერთიანებას. არა და, გარიგების შემთხვევაში, მათ ჰქონდათ შანსი, ავტომწარმოებელთა ბაზარზე, კონკურენტებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობები მოეპოვებინათ. 

 

განხილვა