in

FIAT-ის ახალი ელექტრომობილის რეკლამა ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით

Fiat-მა ახალი და სრულად ელექტრო 500e მოდელის პოპულარიზაციისთვის ხარჯები არ დაიშურა. გარდა იმისა, რომ Giorgio Armani-სა და Bvlgari-ის თემატიკაზე გამოუშვა სპეციალური მოდელები, ჰოლივუდის ვარსკვლავ, ლეონარდო დიკაპრიოსაც იმდენად მოაწონა თავისი ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომანქანა, რომ ახალ ვიდეორგოლში ის მთავარ გმირად გვევლინება. 

ვიდეორგოლის სახელწოდებაა „ელექტრომობილი, რომელსაც არ ელოდები”. ის იტალიაში, სააგენტო Leo Burnett-ის მიერ შეიქმნა. მთავარი გზავნილია: „მზად ხარ თუ არა აღმოაჩინო ელექტრული სამყაროს მოულოდნელი მხარეები? ამ არჩევანის გაკეთების მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ალბათ ყველამ ჯერ ვერ იპოვა საკუთარი! ნება მოგვეცით, გაგაოცოთ ახალი Fiat 500-ის წინსვლით”. 

Linton Group: „ეს ის საქმეა, რაც უნდა ვაკეთოთ, გამოგვდის და ამართლებს“

„ბულბული“ — აუდიო ზღაპრების ქართული აპლიკაცია